,,გელათის საჯარო სკოლაში მე-9 კლასელი გოგონას მიმართ თანასკოლელებისაგან თვეებია ბულინგი არ წყდება. სკოლა დუმს” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლევან ჭელიძე წერს და ფოტოს აქვყენბს. 
როგორც წერილიდან ირკვევა გოგონას თანაკლასელები აბულინგებდნენ და თვითმკვლელობისკენ უბიძგებდნენ.
ლევან ჭელიძემ ვიდეო ჩართვაში განაცხადა რომ არასრულწლოვანი გოგონა დედას გამოუტყდა, ის მართლა აპირებდა ამის გაკეთებას. მისივე თქმით კლასის დამრიგებელი და სკოლის დირექტორი ფაქტის შესახებ ინფორმირებული იყვნენ, თუმცა მათ არაფერი მოიმოქმედებს.
როგორც ლევან ჭელიძემ მოგვიანებ ფეისბუკ გვერდზე დაწერა შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.









