საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია ადასტურებს, რომ ბუსა ჟვანია დაჭრილია.
„დაჭრილი არის შედარებით უფრო მსუბუქად. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ კლინიკაშია. ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული“,- განაცხადა გოგლა ჟვანიამ.
გოგლა ჟვანია მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს.
ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ბუსა ჟვანია.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.