„ქუთაისი ბიძინამ ბაყაყების იმედად დატოვა“- ასე აფასებს პარტია თავისუფალი საქართველოს თანათავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსტეტის თითქმის დასრულებულ მშენებლობას.
მისი განმარტებით ჭაობი, რომელიც მშენებლობის პროცესში უნდა დაეშროთ კვლავაც უცვლელადაა და ანტისანიტარიის ქვეწარმავლების კერას წარმოადგენს.
„აქ უნდათ სტუდენტების მოყვანა? აქ ვინ უნდა ისწავლოს“- განაცხადა მან. წულაიმ სიმბოლურად ადგილზე ბოქლომი და ჯაჭვი მიიტა . ამით მან ქალაქში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფონი გააპროტესტა და აღნიშნა რომ სხვადასხვა ინსტიტუციების გადატანით ქალაქს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ბოქლომი დაადო და განვითარების პერსპექტივა წაართვა.
„ესაა ბიძინას წალკოტი“
Gepostet von Mega TV • მეგა TV am Sonntag, 2. August 2020