გოგი წულაიას ბრალი დაუმძიმდა – ამის შესახებ პოლიტიკოსის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა. 126-ე მუხლის პირველი ნაწილი 138-ე მუხლით შეიცვალა, რაც სექსულურ ძალადობას გულისხმოვს და 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ადვოკატის თქმით, წულაიას ნასვამობა ალკოტესტმა არ დაადასტურა.
გარდა ამისა, წულაიამ დღეს პროტესტის გამო შიმშილობაც დაიწყო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
“წულაიამ არ მოაწერა ხელი ამ ბრალდებას და დუმილის უფლებით ისარგებლა. გადმომეცა მასალაები და იქ ვნახე რამდენიმე სიყალბე, მაგალიტად ბრალდებაში წერია იყო რომ იყო ნასვამი, მაგრამ ამის მტკიცებულება არ გააჩნიათ. შემიძლია თამამად ვთქვა რომ უსაფუძვლო ბრალდებაა. ამ საქმეს პოლიტიკური ნიშნები უფრო ეკვეთება. მე მოვისმინე დაზარალებულის ინტევიუ ტელევიზიით, რომელიც ეწინააღმდეგა მის მიერ მიცემულ ჩვენებას. არც ერთი ექსპერტიზის დასკვნა არ არის წარმოდგენილი და რის საფუძველზე მოხდა დაედო ბრალი არ ჩანს. გოგი წულაია თვლის რომ მის მიმართ ხორციელდება უკანონო პოლიტიჯკური დევნა, იმ განცხადებების გამო, რაც მან გააკეთა ბოლო ხანებში.” – განაცხადა გოგი წულაიას ადვოკატმა.
გოგი წულაია გუშინ 17 მარტს თბილისში ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.










