8 აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომში დაღუპულები ქუთაისშიც გაიხსენეს. საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულთა მემორიალთან მისულები იყვნენ ირაკლი ჯანელიძისა და დიმიტრი ჯაილოვას მშობლები. ირაკლი 20 წლის იყო , როცა შინდისთან რუსეთის აგრესიას შეეწირა, ხოლო დიმიტრი 37 წლის ასაკში იმსხვერპლა რუსულმა ტყვიამ . მას სამი შვილი დარჩა. ქუთაისიდან აგვისტოს ომში 8 მებრძოლი დაიღუპა.
აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე და ჩავერთო პოლიტიკურ მასკარადში. მე აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში! – ირაკლი ღარიბაშვილი
ღარიბაშვილი წერილში წერს, რომ მის წინააღმდეგ ჩვენებები ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის შედეგად მიაცემინეს. ყოფილი პრემიერის განცხადებაში კონკრეტული პირები დასახელებული არ არიან, თუმცა, სავარაუდოდ, ის თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და...









