“გიღირდათ კედელი სიცოცხლის ფასად?” – წერდა 17 წლის გოგო თვითმკვლელობამდე თავის ფეისბუკზე და ლუკა სირაძის ფოტოებს აზიარებდა.
17 წლის გოგომ წუხელ აბაშაში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.