LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავიდა

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნების მიმართ სასჯელის დანიშვნის სხდომა დღეს გაიმართება

დაპოსტა 2021/03/16-ში
A A
1.1k
ნახვა
გაზიარება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნების. ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს მიმართ სასჯელის დანიშვნის სხდომა დღეს, 16 მარტს გაიმართება.

სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 15:00 საათზე დაიწყება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე ბიძინა სტურუამ უნდა გამოაცხადოს, თუ რამდენწლიანი სასჯელი მიესჯებათ არასრულწლოვნებს.

ცნობისთვის, 9 მარტს, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ხუთივე პირი: არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ. და ა.ქ. დამნაშავედ ცნო. სრულწლოვან ბრალდებულებს 16-16-წლიანი სასჯელი მიესაჯათ, არასრულწლოვნების სასჯელის დანიშვნის სხდომა კი ცალკე დაინიშნა.

ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 2020 წლის 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს. აღნიშნულს წინ უსწრებდა მცხეთაში მდებარე აგარაკზე, დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე მყოფ სტუმრებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც სცემეს და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენეს მსჯავრდებულ ვახტანგ ჩიქოვანს.

მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო, დაბადების დღე სხვებთან ერთად გიორგი შაქარაშვილმაც დატოვა და თბილისის მიმართულებით გაემართა. შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს ჯერ, თბილისიდან წამოსული „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში მყოფი პირები დაესხნენ თავს, შემდეგ კი, „ტოიოტაში“ მყოფები.

პროკურატურის ინფორმაციით, შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფებს თავს დაესხნენ ვახტანგ ჩიქოვანი, ვასილ მახარაძე, ა.ქ. და ზ.ხ., არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი, რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მათ და ცდილობდნენ მათზე ძალადობას. საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, გიორგი შაქარაშვილი და დანარჩენები, გაიქცნენ. გურამ ამირხანაშვილი, ვახტანგ ახვლედიანი და გიორგი ქათამაძე დაიმალნენ მდინარე არაგვის მიმდებარედ, ბუჩქნარში. ხოლო გიორგი შაქარაშვილი გაიქცა მდინარე არაგვის მიმართულებით.

გამოძიების ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილს და ვახტანგ ახვლედიანს იმავე მიმართულებით გაეკიდნენ ვახტანგ ჩიქოვანი, ა. ქ. და ზ.ხ., ხოლო არჩილ გაგნიძემ და ნიკოლოზ რევაზიშვილმა, რომლებიც იმყოფებოდნენ აღმოსავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის მხარეს, განაგრძეს სირბილი გზის მარცხენა მხარეს არსებულ მეორეხარისხოვან გზაზე იმ მიზნით, რომ პირისპირ დახვედროდნენ იმავე გზაზე საპირისპირო მხრიდან გამოქცეულ პირებს და გზა გადაეღობათ მათთვის. ვახტანგ ახვლედიანი მეორეხარისხოვან გზაზე სირბილისას დაიმალა გზის პირად არსებულ ბუჩქებში, გიორგი შაქარაშვილმა კი განაგრძო გადაადგილება. როდესაც გიორგი შაქარაშვილი მიუახლოვდა მეორეხარისხოვანი გზის იმ მონაკვეთს, რომელიც არაგვის ხიდის ბურჯებს შორის გადის, საპირისპირო მიმართულებიდან მას გზა გადაუღობეს არჩილ გაგნიძემ და ნიკოლოზ რევაზიშვილმა.

ასევე, გამოძიების ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა და გარდაუვალი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით იძულებული გახდა ჩასულიყო გზის მარცხენა მხარეს არსებულ ხევში, სადაც მას ჩაჰყვა ხუთივე თავდამსხმელი. თავდამსხმელებმა გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს დაზიანებები თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩების მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი მატრავმირებელი საგნების ზემოქმედებით, როგორიცაა ხელკეტის მსგავსი საგანი, ფეხი, ქვა, მუშტი.

გაზიარება421

დაკავშირებული -პოსტები

ნანა იყო ადამიანი, რომელიც თეატრს არა მხოლოდ წარმოადგენდა, არამედ გულით ატარებდა – გარდაიცვალა ნანა ქაჯაია

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
ნანა იყო ადამიანი, რომელიც თეატრს არა მხოლოდ წარმოადგენდა, არამედ გულით ატარებდა – გარდაიცვალა ნანა ქაჯაია
მთავარი

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნანა ქაჯაია გარდიცვალა. მესხიშვილის თეატრი სამძიმრს წერილს აქვეყნებს: "არიან ადამიანები, რომლებიც ხშირად კულისებში რჩებიან, მაგრამ თეატრის ყოველდღიურ ცხოვრებას სწორედ...

დაწვრილებითDetails

რა ეღირება დოლარი და ევრო – ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6660 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6660 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6673 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობა უქმდება

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს
მთავარი

მთავრობის საპარლამენტო მდივანს მოადგილე აღარ ეყოლება. პარლამენტს განსახილველად “საპარლამენტო მდივნის შესახებ“ კანონში ცვლილებები წარედგინა, რომლის მიხედვით, საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობა უქმდება. როგორც მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, საპარლამენტო მდივნის მოადგილის პოზიციის არსებობა სათანადოდ...

დაწვრილებითDetails

საქართველოში გრამის ფასი შემცირდა – რა ღირს ოქრო

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
მთავარი

მსოფლიოში ოქროსა და ვერცხლის ფასები ნელ-ნელა, მაგრამ ზრდას განაგრძობს. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 531 დოლარი ღირს, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 1.23%-იან მატებას...

დაწვრილებითDetails

„აჭარის ტელევიზიიდან“ თანამშრომლები გაუშვეს

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
„აჭარის ტელევიზიიდან“ თანამშრომლები გაუშვეს
მთავარი

„აჭარის ტელევიზიიდან“ თანამშრომლები გაუშვეს. ირინა ყურუამ, მაია მერკვილაძემ, თეონა ხარაბაძემ, ლევან ურიდიამ და სალომე გეგეშიძემ ელექტრონული წერილები იმის შესახებ, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებები შეუწყდათ, დღეს მიიღეს. ინფორმაციას მედიაჩეკერი ავრცელებს. „სულ რამდენიმე...

დაწვრილებითDetails

დედას, რომელმაც 7 წლის შვილი მოკლა, ბრალდება წარედგინა

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი შვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ...

დაწვრილებითDetails

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ 7 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ 7 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება
მთავარი

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ერთ-ერთ ეპიზოდზე დაკავებულ 7 პირს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს. როგორლც საქმის პროკურორმა ლაშა ცქვიტარიამ ჟურნალისტებთან განმარტა, აღნიშნულმა პირებმა დანაშაული აღიარეს, მოინანიეს, რის გამოც მათ...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მამაკაცი მიწისქვეშა გადასასვლელის ჯებირიდან გადავარდა და გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
ქუთაისში მამაკაცი მიწისქვეშა გადასასვლელის ჯებირიდან გადავარდა და გარდაიცვალა
მთავარი

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის ჯებირიდან შუახნის მამაკაცი გვირაბში ჩავარდა და  გარდაიცვალა... იქ დასაქმებულთა განცხადებით, მსგავსი შემთხვევა უკვე მეორედ მოხდა. მათი თქმით, უსაფრთხოების მიზნით, დამცავი მოაჯირების მოწყობას დიდი ხანია ითხოვენ,...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში გოჭების არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
სამტრედიაში გოჭების არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიაში გოჭების არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს. ფ/პ მ. დ (სამტრედია, დიდგორის მე-3 შეს #9) და ფ/პ ა. ღ (სამტრედია, დიდგორის ქ.140) საქმიანობდნენ ბიზნესოპერატორად რეგისტრაციისა და...

დაწვრილებითDetails

კაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ქალი მოკლა

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

დააკავეს პირი, რომელმაც ქალს, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დამნაშავე პირი მომხდარიდან მალევე ცხელ კვალზე დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი კი ნივთმტკიცებადაა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"