გიამბობთ, თუ როგორ შეუძლია ქუთაისის მერიის თანამშრომელს, შემოგივარდეს სამსახურში ყოველგვარი წარდგენის გარეშე, აგაწიოკოს, დაგარბიოს და დაგაზარალოს – ამის შესახებ სოციალურ ქსელში სალონის მფლობელი ამირა კოპალიანი წერს.
,,მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
,,არ მეგონა თუ ამ პოსტის დაწერა მომიწევდა..
ადამიანებო , მჭირდებით ?
მე ახლა გიამბობთ ამბავს იმაზე , თუ როგორ შეუძლია საჯარო სამსახურში მომუშავე პერსონას,
არც მეტი , არც ნაკლები ქ.ქუთაისის მერიის თანამშრომელს , ვიღაცას “უჯიგროს” , შემოგივარდეს სამსახურში ყოველგვარი წარდგენის გარეშე, აგაწიოკოს , დაგარბიოს და დაგაზარალოს ისე , რომ წლების ნაშრომი გაგიცამტვეროს.
მოგაყენოს რეპუტაციული და ფინანსური ზიანი , გაგანადგუროს მორალურად…
გგონია რომ გაგიმართლა , რადგან კამერები გაქვს პერიმეტრზე , რომელიც აფიქსირებს ჩვეულებრივი პროვოკატორი ქალის არაადეკვატურ ქმედებებს , რომელსაც პერიოდულად გული უხდება ცუდად , რადგან პასუხებს რომელსაც უბრუნებ “აღიქვამს” თავდასხმად და იქეთ გიხდება მისი დამშვიდება კორსიზით.
როლშია მოკლედ….
სალონში პროცედურაზე მყოფ ადამიანებს ავიწროვებს, თავს ესხმის რომ არასათანადო ადგილას არიან პროცედურებზე , რომ საფრთხის ქვეშ აყენებენ ჯანმრთელობას ჩვენთან ვიზიტით,
აცხადებს რომ მომხმარებლის ზარის /საჩივრის / საფუძველზეა შემოსული ობიექტზე მონიტორინგის მიზნით.
ხელს უშლის სამუშაო პროცესს იმ დოზით რომ ერთი მომხმარებელი ტოვებს პროცედურას.
მეორე წყვეტს , რადგან იძულებულია სკამი დაუთმოს თავზედამდგარ გაავებულ ქალს.
მერე მთელი დღე ცდილობ ამ პერსონის იდენთიფიცირებას …
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე გპასუხობენ რომ მათგან არავინ ყოფილა , კიდევ ბევრგან რეკავ ..
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი გარწმუნებს რომ თვითმარქვიები იქნებოდნენ , რადგან მათი სამსახურის თანამშრომელი მსგავს გადაცდომებს არ ჩაიდენდა.
ისევ კამერები გშველის , ფოტოთი იდენთიფიცირება.
დასტურდება რომ ქალბატონი მათი თანამშრომელია.
სამსახურის უფროსი ბ-ნი გოჩა გიორგაძე უარყოფს ფაქტს რომ ჯგუფი გამოსული იყო საჩივრის საფუძველზე, არანაირი ზარი არ ყოფილა !!!
არანაირი ოქმი არ არსებობს!
ანუ რა ხდება ?
ითხოვ პასუხს, თუკი არ იყო ზარი , რა მოტივი ამოძრავებდა ამ ქალბატონს ?
რა ინტერესი ?
რეპუტაციული ზიანის მოყენება ვისი დავალებით ? კიდევ რა ?
დაშინება ?
თუკი დარღვევები იყო ობიქეტზე რატომ არ მოხდა თანამშრომლების დაჯარიმება ? ან თუნდაც გაფრთხილება , ასეთ დროს არ ივსება რაიმე ფორმის დოკუმენტაცია ?
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & PH
ეს არ იყო გეგმიური შემოწმება , რადგან ორი კვირით ადრე შეგვამოწმეს და აღნიშნეს , რომ კანონი სალონებს არ ავალდებულებს ისეთი სასტერილიზაციო ტექნიკის ქონას, რომლითაც ჩვენთან ხდება ინსტრუმენტების სტერილიზაცია
/ ულტრაბგერითი სტერილიზაციით რეცხვა-დეზინფექცია და ავტოკლავით სტერილიზაცია /
შეგვაქეს მოკლედ..
შენიშვნაც მოგვცეს , ერთ-ერთ სპეციალისტს სამეწარმეო საქმიანობის საბუთი არ ჰქონდა გამოკრული..
არანაირი დარღვევა.
ინციდენტს მეორე დღესვე უსწრაფესი რეაგირება მოჰყვა საზოგადოებრი ჯანდაცვის ცენტრის სამსახურის უფროსის მხრიდან , ბოდიშები მომხდარის გამო და შექება , რომ იშვიათი წესრიგი გაქვს..
დაპირება რომ მყისიერი რეაგირება იქნება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით , რადგან სახეზეა უფლებამოსილების გადამეტება და მეტიც , ბოროტად გამოყენება..
უსმენ და გიხარია რომ სახელმწიფოში ცხოვრობ და კანონი გიცავს..
არადა თურმე სულ ტყუილად გიხარია…
რა კანონი , რა სახელწიფო ,
ვუღაცას ყელში თუ არ გადაუხვედი იყავი და აღარ ხარ…..
დღემდე არაფერი, არანაირი პასუხი ..
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია / Kutaisi City Hall
სამი განცხადება 4 კვირაზე მეტია მიგდებული გაქვთ .
ქალაქის მერო თუ მერის მოადგილევ/
არ ვიცი რამდენი ხართ , ან რა საჭირო ხართ ამდენი თუ მოქალაქისთვის პასუხი ვერ დაგიბრუნებიათ ამდენი დღის განმავლობაში ?
რეაგირება ? რამდენიმე ზარი მერიის იურიდიული სამსახურიდან ,თხოვნით რომ გადააგზავნო ვიდეო ჩანაწერი , რათა მოხდეს კადრებით დადასტურება ჩვენს მიერ აღწერილი ფაქტების , რომ ნამდვილად გადაცდომაა. /ანუ რა გამოდის, თუ ვიდეოგადაღება არ გაქვს , სამაართლიან გადაწყვეტილებაზე არც უნდა იოცნებო./
მას შემდეგ რაც ვიდეოჩანაწერის გადაცემაზე უარს ეუბნები , რადგან კანონმორჩილი ხარ და არასდროს გაცნობიერებულად არ დაარღვევ ვინმეს უფლებებს. /ჩანაწერის გადაცემა ქალბატონის თანხმობის გარეშე კანონდარღვევაა/ .
მიუხედავად იმისა რომ , გითანხმდებიან რომ შეგატყობინებენ თარიღს , როდის უნდა გამოცხადდე მერიაში შეხვედრაზე , სადაც წარადგენ ვიდეო ჩანაწერს რომელზეც აღბეჭდილია “მონიტორინგი ზარის საფუძველზე ” რომელიც დებოში უფროა ვიდრე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება – კავშირი წყდება რამდენიმე კვირით.
#ქუთაისისმერია
ვის ან რატომ აფარებთ ხელს ?
P.S ბევრჯერ მისაუბრია როგორ მოვედი ამ სპეციალობაში 10 გელ ლაქის ფერით და SOS ბავშვთა სოფელი-ს. მხარდაჭერით.
ფინანსური ვალდებულებებით , რომლის დაფარვის ერთადერთი გზა ჩემი სამსახურია.
უცხო ქალაქში , სადაც ჩემი სანაცნობო წრე 50 კაცს არ აღემატებოდა შევძელი თავის დამკვიდრება .
დღეს მე მიცნობენ ჩვენს ქალაქში , დიახ, მიცნობენ ისე როგორც კეთილსინდისიერ ადამიანს!
ამიტომ ვიღაცა შეუმდგარი არსებას ეგოს ვერ დავაკმაყოფილებინებ!!!!
ჭამს თუ არა სამართალი პურს ამჯერად , მე არ ვიცი , მაგრამ ყველა ფაქტი მაქვს და ბოლომდე გავყვები.
ვთვლი რომ ეს ჩემი მოქალაქეობრივი ვალია.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
სისხლის სამართლის საქმე თუ სამოქალაქო დავა ? მგონი ორივე…
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia – ჯერ კიდევ მაქვს შეგრძნება რომ სახელმწიფოში ვცხოვრობ, რომლის მოქალაქეც ვარ !
კომპეტენტური ადამიანებისგან მივიღებ ნებისმიერ რჩევას , როგორ განვაგრძო საქმის წარმოება ?
თუ გყავთ მეგობრები ადვოკატები ,
ან არასამთავრობო სექტორიდან, დამითაგეთ ?” – წერს სოციალურ ქსელში ამირა კოპალიანი.