სუპერლიგის მოყვარულებისთვის უცხო არ არის ის ფაქტი რომ მეოთხედფინალში “ქუთაისი 2010”-მა “რაშს” უმასპინძლა და ორივე შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა.
“სანამ ჩამოვიდოდით დარწმუნებულები ვიყავით რომ რთული თამაშები გველოდებოდა ,იქედან გამომდინარე რომ ქუთაისმა პირველ ადგილზე დაამთავრა რეგულარული სეზონი,საკუთარ მოედანზე ძაან კარგად ასპარეზობენ .აღსანიშნავია პროცენტი სამქულიანების პირველ თამაშში,გახსოვთ 50% ჩაგვიგდეს სამქულიანები. თავისთავად ველოდებოდით ამ ყველაფერს.მაქსიმუმი გავაკეთეთ რომ ჩვენს სასარგებლოდ დაგვემთავრებინა, მაგრამ როგორც ხედავთ არ გამოგვივიდა. ვეცდებით რომ სერია თბილისში გავათანაბროთ და მე-5 თამაშში ქუთაისს ვესტუმროთ”-განაცხადა ს.კ “რაშის” მთავარმა მწვრთნელმა ,ბესო ლეჟავამ მატჩის შემდგომ კომენტარში.
შეგახსენებთ რომ დარჩენილი 3 შეხვედრიდან 2 თბილისში 27,28 აპრილს გაიმართება .იმ შემთხვევაში თუ მასპინძლები “ქუთაისი 2010”-ის დამარცხებას შეძლებენ ყველაფერი მე-5 შეხვედრაში, ქუთაისში 30 აპრილს გადაწყდება .