იმედია, არ დაუშვებთ აზრს, ვინმემ რამე მომილოცოს დღეს! და ვისაც წასცდა უკვე ხელი, მეწყინა ძალიან! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლაგოდეხის ნაკრძალში გარდაცვლილი 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის დედა წერს.
„იმედია, არ დაუშვებთ აზრს, ვინმემ რამე მომილოცოს დღეს! და ვისაც წასცდა უკვე ხელი, მეწყინა ძალიან!
რა მაქვს მე მოსალოცი? რა ბედნიერ დღეზე და ვარსკვლავზე კი გავჩენილვარ, რომ რამე მომილოცოთ!
კიდევ გთხოვთ, არასოდეს არაფერი მომილოცოთ… ჩემი შვილების ბედნიერების და მატების გარდა…
თქვენთვის მომელოცის ყოველთვის და გქონოდეთ ამის განწყობა,“ – წერს ლანა ბერძენიშვილი.
ეგახსენებთ, რომ ლაგოდეხში, 16 წლის გოგოს ცხედარი მაშველებმა 2019 წლის 27 მაისს იპოვეს. სოფო ნიკოლეიშვილი სკოლა „ალბიონში“ სწავლობდა, ის ნაკრძალში თანაკლასელებთან და მასწავლებელთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მდინარის დინებამ წაიღო.










