LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი

“გვყავს ძალიან ძლიერი ეკონომიკური გუნდი მთავრობაში”-პრემიერი

დაპოსტა 2026/05/25-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

დღეს ჩვენი საკანონმდებლო სივრცე არის სრულად თანხვედრაში საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც უზრუნველყოფს ჩვენს სრულფასოვან ინტეგრაციას გლობალურ ფინანსურ სისტემაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ტეზერის“ საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მასშტაბური ხედვის რეალიზაცია შეუძლებელი იქნებოდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე, რომლებიც საქართველოს პარლამენტთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად და ეროვნული ბანკის აქტიური ჩართულობით შემუშავდა.

„ჩვენ დროულად მივიღეთ შესაბამისი კანონები და ჩამოვაყალიბეთ შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩო, რაც ქმნის ძალიან მყარ საფუძველს ჩვენი პარტნიორობის სწორად განვითარებისთვის. დღეს ჩვენი საკანონმდებლო სივრცე არის სრულად თანხვედრაში საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც უზრუნველყოფს ჩვენს სრულფასოვან ინტეგრაციას გლობალურ ფინანსურ სისტემაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, უკვე მეექვსე წელია, საქართველოს ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება.

„როგორც მოგეხსენებათ, 2021 წლიდან ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა წლიურად შეადგენს 9,3 პროცენტს. ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც გაგრძელდა. მიმდინარე კვარტალში ზრდამ შეადგინა 9,1 პროცენტი. ამ ყველაფერს აქვს ძალიან კონკრეტული მყარი საფუძველი, ეს არის ის, რომ ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური ხედვა, ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი მთავრობაში, ვგულისხმობ ეკონომიკურ გუნდს. ბიზნესი არის თავისუფალი და გვაქვს კორუფციისგან თავისუფლების კუთხით ძალიან მაღალი მაჩვენებელი. ამ კუთხით საქართველო არის რეგიონის ლიდერი. ეს ყველაფერი ქმნის ძალიან მყარ საფუძველს იმისათვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის ძალიან მაღალი ტემპი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ყველაფერში, ეკონომიკურ ზრდაში, განსაკუთრებულ როლს ასრულებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერო და რა თქმა უნდა, ამ სფეროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მომავალშიც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, დღეს, როდესაც ციფრული ტრანსფორმაცია არის უკვე შემდგარი რეალობა, უსაფრთხო და მომგებიანი გარემოს შექმნით ამ პროცესში საქართველო იკავებს მოწინავე პოზიციებს საერთაშორისო დონეზე, შედეგად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ტექნოლოგიური სექტორი ძალიან სწრაფად ვითარდება.

„საქართველო ასევე აჩვენებს კონკრეტულ პრაქტიკულ შედეგებს, სახელმწიფო გადასახადების ციფრული აქტივებით გადახდის წარმატებული პრაქტიკა არის ამის საუკეთესო დასტური. ეს ყველაფერი არის მხოლოდ დასაწყისი. დღეს, ამ დარბაზში არიან შეკრებილნი წამყვანი ბანკების წარმომადგენლები, საინვესტიციო და ტექნოლოგიური სფეროს ლიდერები. ეს სწორედ ის ძალაა, რომელზეც დგას ჩვენი ეკონომიკური განვითარება. კომპანია „ტეზერთან“ თანამშრომლობით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გზაზე ახალ-ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებები გვექნება.

მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც განსაკუთრებული როლი შეასრულა ამ თანამშრომლობის დამყარებაში, მადლობა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს, პარლამენტარ ვახტანგ თურნავას, რომელიც იყო ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი ამ თანამშრომლობისა და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, კომპანია „ტეზერის“ წარმომადგენლებს, რომლებთან თანამშრომლობაც მოუტანს ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

“გზებზეე დიდი წყლებია, იამები და ჭები არჩანს საერთოდ, მანქანით ჩავვარდიი”-წყალტუბოში საავტომობილო გზის საფარის მოუწესრიგებლობის გამო მოქალაქეები წუხან

by მეგა TV
მაისი 25, 2026
0
“გზებზეე დიდი წყლებია, იამები და ჭები არჩანს საერთოდ, მანქანით ჩავვარდიი”-წყალტუბოში საავტომობილო გზის საფარის მოუწესრიგებლობის გამო მოქალაქეები წუხან
მთავარი

წყალტუბოში ნალექმა პრობლემები შექმნა, სანიაღვრე სისტემის მოუწესრიგებლობამ საავტომობილო გზის დატბორვა გამოიწვია და გზის საფარის დაზიანებული ნაწილის შემჩნევა შეუძლებელი გახადა. მოქალაქე სოციალურ ქსელში დღევანდელი შემთხვევის შესახებ წერს და წყალტუბოს მერიას მეტი...

დაწვრილებითDetails

თურქეთის კლინიკაში 4 წლის სანი (ალექსანდრა) ქირია გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 25, 2026
0
თურქეთის კლინიკაში 4 წლის სანი (ალექსანდრა) ქირია გარდაიცვალა
მთავარი

სოციალურ ქსელში 4 წლის სანი (ალექსანდრა) ქირიას გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. პატარა სანი მძიმე სენს, ავთვისებიან სიმსივნეს, აგრესიულ ნეირობლასტომას ებრძოდა, ის გარკვეული პერიოდი თურქეთის კლინიკაშიც მკურნალობდა, სამწუხაროდ, პატარა სანის...

დაწვრილებითDetails

მაშველებმა მდინარეში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
მაისი 25, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

ოკუპირებული გალის რაიონში მდინარე ენგურის არხში ჩავარდნილი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მაშველებმა იპოვეს. იგი 36 წლის ალიკა ჭანტურიაა. მისი ცხედარი უკვე გადაასვენეს მის მშობლიურ სახლში. მაშველები სოხუმიდან გალში გუშინ, დღის მეორე...

დაწვრილებითDetails

“ათობით მომხმარებელი მოიწამლა”-ქუთაისში ერთ-ერთ კვების ობიექტს საქმიანობის უფლება შეუჩერდა

by მეგა TV
მაისი 25, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ქუთაისი - კვების ობიექტი "ფუდ გალერი". ეს არის ადგილი, სადაც ე.წ. დიეტური კვება მზადდება და მომხმარებლებს ქვეყნის მასშტაბით ეგზავნებათ. სწორედ მათი მენიუს ათობით მომხმარებელი მოიწამლა პარალელურად რამდენიმე ქალაქში. ობიექტი პასუხისმგებლობას...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინისა და თურქეთის მოქალაქეები დააკავეს

by მეგა TV
მაისი 25, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინისა და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები დააკავეს. უწყების ცნობით,...

დაწვრილებითDetails

დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 25, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

25 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +20 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 25, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი – ენერგია მაღალია, მაგრამ ნუ იჩქარებ გადაწყვეტილებებს. კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად.   კურო – ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გჭირდება. შეიძლება მოულოდნელი ხარჯი გამოჩნდეს.   ტყუპები – კომუნიკაცია გეხმარება ბევრ...

დაწვრილებითDetails

“უსაზღვრო სიყვარული დათესა და კვლავ ანგელოზად გაფრინდა” -პატარა ემილის გლოვობენ

by მეგა TV
მაისი 24, 2026
0
“უსაზღვრო სიყვარული დათესა და კვლავ ანგელოზად გაფრინდა” -პატარა ემილის გლოვობენ
მთავარი

იმერეთში პატარა ემილის გლოვობენ. როგორც ახლობლები წერენ გოგონას გულზე პრობლემები ჰქონდა. მეგა ტვ -ი იზიარებს ოჯახის მწუხარებას. ახლობლები სოციალურ ქსელში სამძიმრის პოსტებს აქვეყნებენ:   ჩვენი 6 წლის ნანატრი ანგელოზი...მოფრინდა,გულები აგვივსო...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ავარია მოხდა

by მეგა TV
მაისი 24, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ავარია მოხდა. მეგა ტვ -ის ინფორმაციით ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ავარიის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

დაწვრილებითDetails

ქუთაისში სალაპარაკოს რა გამოლევს?

by მეგა TV
მაისი 24, 2026
0
ქუთაისში სალაპარაკოს რა გამოლევს?
მთავარი

დედასთან, მეგობართან, საყვარელ ადამიანთან თუ დაქალთან - ქუთაისში სალაპარაკოს რა გამოლევს? სელფი მობაილი ქუთაისში ქსელის გაუმჯობესებას ახალ შეთავაზებებთან ერთად აღნიშნავს. ქუთაისში, სელფის მაღაზიაში ნომრის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს 1...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"