LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისს აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი – თინა ბოკუჩავა

გვსურს ევროკავშირში გაწევრიანება? უნდა შევცვალოთ ხელისუფლება-თინა ბოკუჩავა

დაპოსტა 2024/07/06-ში
A A
11
ნახვა
გაზიარება

გვსურს ევროკავშირში გაწევრიანება? უნდა შევცვალოთ ხელისუფლება! გვსურს გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო? უნდა შევცვალოთ ხელისუფლება! გვსურს ევროპული კეთილდღეობა და განვითარება? უნდა შევცვალოთ ხელისუფლება! გვსურს ჩვენი კულტურის, იდენტობის და ტრადიციების დაცვა? უნდა შევცვალოთ ხელისუფლება! შეცდომის უფლება არ გვაქვს. არ გვაქვს არც დაღლის, არც ნიჰილიზმის უფლება, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ახალგაზრდული ფორუმი 2024-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თინა ბოკუჩავას თქმით, 26 ოქტომბერს ჩვენ ყველანი რეფერენდუმზე მივდივართ: „ევროპა, ცივილიზაცია, განათლებული სამყარო თუ ისევ ავტოკრატია, კორუფცია, ნეპოტიზმი, რუსეთის განუზომელი გავლენა“.

“სურათი ნათელია – ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ვერასდროს ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, შესაბამისად, ვერასდროს გახდება იმ დიდი ოჯახის ნაწილი, რომლისთვისაც მთავარ ფუნდამენტს ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა და ადამიანის ღირსება წარმოადგენს.

დავალება მარტივია – გვსურს ევროკავშირში გაწევრიანება? უნდა შევცვალოთ ხელისუფლება! გვსურს გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო? უნდა შევცვალოთ ხელისუფლება! გვსურს ევროპული კეთილდღეობა და განვითარება? უნდა შევცვალოთ ხელისუფლება! გვსურს ჩვენი კულტურის, იდენტობის და ტრადიციების დაცვა? უნდა შევცვალოთ ხელისუფლება!

ამ თვალსაზრისით ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები. ოპოზიციურმა პარტიებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, თითოეულმა ჩვენგანმა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება, უნდა ვეძებოთ არა განსხვავებები, არამედ საერთო შეხების წერტილები. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება შევიდეთ ნორმალურ საარჩევნო კამპანიებში, სადაც მოქალაქე არჩევანს საარჩევნო პროგრამის მიხედვით აკეთებს. 26 ოქტომბერს ჩვენ ყველანი მივდივართ რეფერენდუმზე – ევროპა, ცივილიზაცია, განათლებული სამყარო თუ ისევ ავტოკრატია, კორუფცია, ნეპოტიზმი, რუსეთის განუზომელი გავლენა.

აქ შეცდომის უფლება არ გვაქვს. არ გვაქვს არც დაღლის, არც ნიჰილიზმის უფლება.

მოარული სტერეოტიპია, რომ ახალგაზრდები არჩევნებზე არ დადიან, პოლიტიკა არ აინტერესებთ, ინდიფერენტულები არიან. თქვენ დაამტკიცეთ, რომ თუ საქმე ქვეყნის ბედს ეხება, არათუ მონაწილეობთ, არამედ პროცესების მთავარი წარმმართველი ძალა ხართ.

მეტიც, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ უმოკლეს ვადებში ქვეყნის მართვის სადავეები მთლიანად დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულმა უნიკალურმა თაობამ გადაიბაროთ! სწორედ ეს არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას ჰაერივით ჭირდება!

ივანიშვილი და მისი პროპაგანდა ცდილობენ დაგიმტკიცონ, რომ პოლიტიკა თქვენი საქმე არაა, რომ არ უნდა გაეკაროთ პოლიტიკურ პროცესს, არ ენდოთ არავის. ამით სურთ მათთვის ყველაზე საშიში ძალა გაანეიტრალონ.

ქვეყნის გადარჩენა კი სწორედ იმაშია, რომ როგორც ერთიანად, უშიშრად და ორგანიზებულად წარმართეთ პროტესტები, სწორედ ასე მოემზადოთ და ყველა თქვენ თანატოლთან ერთად, შექმნათ ერთი დიდი მშვიდობიანი ცვლილებების ახალგაზრდული ტალღა. თქვენ უნდა იყოთ ყველგან, ყველა უბანზე, ამომრჩევლებად, დამკვირვებლებად, მცველებად! მხოლოდ ასე გაიმარჯვებს საქართველო!”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გაზიარება4

დაკავშირებული -პოსტები

” ფაშისტური რეჟიმის შემქმნელები ამტკიცებდნენ, რომ რაც ხდებოდა, ცალკეული გადაცდომებია, იმავეს იმეორებს „ნაცმოძრაობა“”- შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

ფაშისტური რეჟიმის შემქმნელები ნიურნბერგის პროცესზე ამტკიცებდნენ, რომ ის რაც ხდებოდა, ცალკეული გადაცდომები და ცალკეული შემთხვევები იყო და არა სახელმწიფო პოლიტიკა - ზუსტად იმავეს, ერთ-ერთში “ნაციონალური მოძრაობა“ იმეორებს, - ამ განცხადებით...

დაწვრილებითDetails

“ავთანდილ ბილანიშვილი დუმილის უფლებას იყენებს და ახალ ბრალდებას არ აღიარებს” – ადვოკატი

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
” ავთანდილ ბილანიშვილს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია, ის ციხეშია!” – სპეციალური პენიტენციური სამსახური
მთავარი

ე.წ. კრიმინალური ავტორი, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ დავით ფეიქრიშვილის ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტს არ აღიარებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბილანიშვილის ადვოკატმა, თამარ აბესაძემ განუცხადა, ბრალი აბსურდულია და ის მხოლოდ...

დაწვრილებითDetails

მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის ჯარიმებს ორგანიზაცია RAF-ი დაფარავს

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის ჯარიმებს ორგანიზაცია RAF-ი დაფარავს
მთავარი

მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს დღეს გაათავისუფლებენ. მათზე თავდამსხმელებს უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გარემოცვის ერთ-ერთ წევრს კი სასამართლომ ექვსთვიანი პატიმრობა და 300 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა შეუფარდა. ასევე მოხდება მათი...

დაწვრილებითDetails

ხარაგაულში, 70 წლამდე მასწავლებელი მამაკაცი, მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სკოლის მასწავლებელი მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. 70 წლამდე მამაკაცი დაახლოებით 10 დღის წინ დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

დაწვრილებითDetails

შვილმა დედა დაჭრა – რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კახეთის რეგიონში, კერძოდ,...

დაწვრილებითDetails

მამუკა ხაზარაძე, სამხრეთ ამერიკაში ავარიაში მოჰყვა

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
ეს კანონი არის ძალადობა ქალაქზე და ადამიანზე – მამუკა ხაზარაძე სამშენებლო ამნისტის შესახებ
მთავარი

პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სამხრეთ ამერიკაში ავარიაში მოყვა. პარტიის ინფორმაციით, შემთხვევა სავარაუდოდ 4 დღის წინ მოხდა. ავარიის შედეგად მამუკა ხაზარაძეს ნეკნების მოტეხილობა აღენიშნება. როგორ პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, მამუკა...

დაწვრილებითDetails

ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000-იანი ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000-იანი ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ
მთავარი

თავდასხმა მერაბ დვალიშვილზე - Croco. ge-ის ინფორმაციით, ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000-იანი ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ რაც შეეხება იზოლატორში გადაყვანილ მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს, ისინი...

დაწვრილებითDetails

პროკურატურამ, დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე, პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორ გიორგი პატარიძესა და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორ რამაზ ფირცხალავას ბრალი წარუდგინა

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

პროკურატურამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძესა და №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებულ დავით ფეიქრიშვილზე საკანში თავდასხმის საქმეზე ბრალდება წარუდგინა. გიორგი პატარიძეს გამოძიება...

დაწვრილებითDetails

თბილისში სკოლის მოსწავლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

თბილისში, სკოლაში 76 წლის მასწავლებელი მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მშობლები ამბობენ, რომ მოზარდმა მეგობრის დახმარებით ვიდეომტკიცებულების გადაღება შეძლო, რის შემდეგაც პოლიციას მიმართა. პირი სისხლის სამართლის კოდექსის...

დაწვრილებითDetails

ლილე სვანაძე ევროპის ჩემპიონია

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
ლილე სვანაძე ევროპის ჩემპიონია
მთავარი

ლილე სვანაძემ ჭადრაკში, 10-წლამდე გოგონათა შორის, ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა! საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ლილემ ბრწყინვალედ იასპარეზა: ცხრა ტურის განმავლობაში შვიდი პარტია მოიგო, ორი კი ყაიმით დაასრულა. 8...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"