თბილისში, სკოლაში 76 წლის მასწავლებელი მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მშობლები ამბობენ, რომ მოზარდმა მეგობრის დახმარებით ვიდეომტკიცებულების გადაღება შეძლო, რის შემდეგაც პოლიციას მიმართა.
პირი სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით არის დაკავებული, რაც არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.









