გერმანიის ქალაქ ობერსტდორფში მიმდინარე ფიგურულ მოციგურავეთა შეჯიბრზე ქართულმა დუეტმა მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.
მიღწეული წარმატების შედეგად, 17 წლის კარინა საფინა და 18 წლის ლუკა ბერულავა პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე იასპარეზებენ. .
დუეტის ქულათა ბალანსი ასე გადანაწილდა: საფინამ და ბერულავამ მოკლე პროგრამაში 66.46 ქულა მიიღეს და პირველ ადგილზე გავიდნენ, თავისუფალ პროგრამაში კი 111.70 ქულა (54.16 ტექნიკური ელემენტებისთვის+57.54 პროგრამული კომპონენტებისთვის) დაიმსახურეს და ჯამში, მე-3 ადგილი დაიკავეს.