გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით :
მიმდინარე წლის 22 ნოემბერს გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის მიერ გამოქვეყნდა განცხადება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა გელათის მოზაიკაზე, კერძოდ კი ჩვილი იესოს გამოსახულებაზე არსებული ისტორიული გრძივი ბზარის ახალ დაზიანებად წარმოჩენას და შესაბამისად, წარმოადგენდა კომიტეტის საქმიანობის დისკრედიტაციის მცდელობას. აღნიშნულ განცხადებაში კომიტეტმა მკაფიო მტკიცებულება წარადგინა, მასზედ რომ მოზაიკის ყრმის გამოსახულებაზე არსებული ბზარი ჯერ კიდევ 1991 წელს აღინიშნებოდა.
კომიტეტის მიზანი არ არის უპასუხოს ყველა იმ სუბიექტურ ბრალდებასა თუ დისკრედიტაციის მცდელობებს, რომელიც საჯარო სივრცეებში ვრცელდება, თუმცა, გარკვეული ჯგუფები ისევ აგრძელებენ ფართო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ახალი ბრალდებების გავრცელებით, რაც იძულებულს გვხდის შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ. ამჟამად, საუბარია მოზაიკის კომპოზიციის ღვთისმშობლის შესამოსელის მიმდებარედ არსებულ კიდევ ერთ ბზარზე, რომელსაც მავანნი ახალ დაზიანებად წარმოაჩენენ. პასუხად და ფართო საზოგადოების საკითხში გარკვევის მიზნით, ვასაჯაროებთ მოზაიკის კომპოზიციის ღვთისმშობლის შესამოსელის მიმდებარედ არსებული ბზარის ფოტოებს, რომლებიც 1991 და 2024 წლებშია გადაღებული, რაც ნათლად აჩვენებს აღნიშნული დაზიანების არსებობას სულ მცირე 20-ე საუკუნის დასასრულს. იხილეთ ფოტოები:
შეგახსენებთ, რომ 1991 წლის ფოტომასალა დაცულია გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის არქივში. – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში
ქუთაისის ნიკეას დასახლებაში ისტორიული ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება, ამის შესახევ "მეგა ტვ"-ს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც თვის ბოლოს...
სოციალურ ქსელში ტრაგიკული ამბავი გავრცელდა. გარდაიცვალა მოზარდი, რომელიც 13 ივნისს მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. მოზარდი წყლიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, გოგონა თურქეთში...
თბილისში, 21 წლის ბაიკერი ტრაგიკულად დაიღუპა. ელენე ექვთიმიშვილი ვარკეთილში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა. როგორც ირკვევა, გოგონა სოციალურ ქსელში აქტიური იყო და მას ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა. დაღუპულს ახლობლები ემშვიდობებიან. „რამხელა ტკივილი ხარ,...
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისსა და ქუთაისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 14 პირი...
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისსა და ქუთაისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 14 პირი...
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, დაკავებულებმა უკანონოდ გადმოკვეთეს...
ურეკში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა მარნეულის სოფელ აღმამედლოს მკვიდრი, 21 წლის ელნურ ნაბიევია – ინფორმაციას ადგილობრივი მედია Marneuli News Ge ავრცელებს. შემთხვევა ურეკში გუშინ მოხდა. 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, ოთხივე...
ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლების ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის მერვე სართულიდან, ახალგაზრდა ქალი გადახტომას ცდილობდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სამართალდამცავი უწყების თანამშრომლები. მაშველებმა ადგილზე გაშალეს ე.წ. ბატუტიც. ქალის სამაშველო...
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. უწყების ცნობით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 54 უცხოელი არალეგალი, მათ შორის - ნიგერიის, ინდოეთის, ნეპალის, უზბეკეთის, თურქეთის,...
19 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +29 და ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მცირე ნალექია...