ექსპრემიერ გიორგი გახარიას, პოლიტიკურ პარტიას “საქართველოსთვის” ექმევა. გახარია პარტიის პრეზენტაციას ხვალ გამართავს.
გიორგი გახარია 18 თებერვალს გადაგა. თანამდებობის დატოვება მან სწორედ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ ამ საკითხზე გუნდში “აზრთა სხვადასხვაობა” იყო. გახარიას გადადგომის შემდეგ, შსს-მ მელიას დაკავება “დროებით ” გადაიდო.
გადადგომის შემდეგ, 22 მარტს გიორგი გახარია მედიასთან პირველად გამოჩნდა. და თქვა, რომ არსად წასვლას არ აპირებს, მათ შორის არც პოლიტიკიდან.
ექსპრემიერის გუნდმა “ქართული ოცნება” დატოვა. საგანგებო განცხადება გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში გუშინ, 14 აპრილს გააკეთა.










