“ხალხის ძალის” წევრი ეკა სეფასვილი ამბობს, რომ ენჯეოებს საქართველოში მონური ფსიქოლოგია აქვს.
ასევე მონურ ფისქოლოგას უწოდებს მმართველი პარტიის წევრი იმას, რომ უპირობოდ, კრიტიკის გარეშე მივიღოთ ევროკავშირის ყველა მოთხოვნა.
ეს არის მონური ფსიქოლოგია. ასე, მაგალითად, ჩვენ ევროპარლამენტარები გვირჩევენ, რომ კანონის უზენაესობა დავარღვიოთ და გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი ყოველგვარი კანონის დაცვით. ეს არის მათი მოთხოვნა და სწორედ ის, რასაც საქართველო არ შეასრულებს. და არ შეასრულებს აგრეთვე არცერთ იმ მოთხოვნას, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესების და ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვას გულისხმობს. ხოლო ის მონური ფსიქოლოგია, რომელიც გულისხმობს იმას, რომ უპირობოდ, კრიტიკის გარეშე მივიღოთ ევროკავშირის ყველა მოთხოვნა, ეს არის სწორედ მონური ფსიქოლოგიის ნათელი გამოხატულება. გარკვეულ ენჯეოებს აქვთ ეს მონური ფსიქოლოგია. სხვა რისკები არ დავაზღვიოთ? მხოლოდ რუსეთია ჩვენი მტერი? საქართველო ჰიბრიდულ ომში არ არის ჩაბმული? მეტ მტერს ვერ ხედავთ საქართველოს წინაშე?- ამბობს ეკა სეფაშვილი.