განათლების სპეციალისტი და საბავშვო მწერალი თეა ლობჟანიძე გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, მწერალი მძიმე სენს ებრძოდა.
“ზუსტად იცოდა, რომ ღმერთი გამოცდას უწყობდა. გამოცდა წარმატებით ჩააბარა. მეოჯახე დედა გარდაუვალ სიკვდილს თავს არასდროს უხრიდა: სწავლობდა, სხვებს ასწავლიდა, წერდა… მის სიცოცხლეს მისი შვილები, მისი კეთილი საქმეები, მისი წიგნები… გააგრძელებენ.
თეა ლობჟანიძე, ჩვენ, ჩვენს მკითხველებს ძალიან უყვართ შენი წიგნები, რაც ნამდვილად შესანიშნავი რეინკარნაციაა!
ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული.
პ.ს. შენი წიგნის პრეზენტაცია, რომელსაც მოუთმენლად ელოდი, აუცილებლად შედგება!”
“უსაყვარლესი თეა ლობჟანიძე:( მისი საბავშვო წიგნის ზაბიზურბური ამბების” ილუსტრირება მომანდო და მაშინ უფრო უკეტესად გავიცანი. სუფთა, გულწრფელი, სულ მოციმციმე ადამიანი და ასეთივე ტექსტები ჰქონდა ბავშვებისთვის. ნათელში მისი ლამაზი სული”










