ახალგაზრდა პოეტი ანრი მაკაროვი გარდაიცვალა. 28 წლის პოეტი არაერთი ლექსის ავტორია, რომლებიც საზოგადოებამ შეიყვარა. მას ჩვენი დროის გენიოსიც უწოდოს.
ანრი მუსიკალურ ცხოვრებაშიდაც აქტიურად იყო ჩართული.
“ძაან იჩქარა ანრიმ, ძალიან ვწუხვარ , . როგორც სხვა ისე რომ ჰყვარებოდა საკუთარი თავი …”
“ბავშვობიდან განსხვავებული იყავი შენი ნიჭიერებით და შეხედულებებით.. რომელიც ყოველთვის იწვევდა გაკვირვებას. მიხაროდი ერთადერთი საამაყო შვილი რომ ყავდი დედას რომელსაც ახლა ვერაფრით ანუგეშებ”
“როგორ დამწყვიტე გული, ახლა გამომეღვიძა და სიზმარში რანაირი იყავი ბიჭო”
“კიდევ ერთმა პოეტმა დაგვტოვა…
ანრი მაკაროვი
” – წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.
ანრი უსაზღვროდ შეყვარებული იყო. თავის სიყვარულზე მან არც თუ ისე დიდი ხნის წინ იქორწინა. ანრის არაჩვეულებრივი ლექსები ეძღვნება მის მეუღლეს გურანდა ჯეირანაშვილს.
ანრი მაკაროვი 2018 წელს ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ს ეთერში გადაცემის “შუადღე ქუთაისი” სტუმარი იყო.










