საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საზოგადოებრივი ტუალეტების მშენებლობის ფარგლებში, ბაზრის კვლევას აცხადებს. ამის შესახებ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ ინფორმაციიდან ვიგებთ.
„სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, ტურისტულად მიმზიდველ ქალაქებში და ღირშესანიშნაობებთან, ახალი სანიტარიული კვანძების მოწყობისთვის, საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოები შესყიდვას გეგმავს.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა განისაზღვროს შესყიდვის ობიექტის (ტურისტულად მიმზიდველ ქალაქებში და ღირშესანიშნაობებთან ახალი სანიტარიული კვანძების მოწყობისთვის Design-Build) სავარაუდო ჯამური ღირებულება.









