LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
 გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ ბერკეტს-დავით კეზერაშვილი BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟზე

 გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ ბერკეტს-დავით კეზერაშვილი BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟზე

დაპოსტა 2023/04/12-ში
A A
131
ნახვა
გაზიარება

BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟთან დაკავშირებით, დავით კეზერაშვილი განცხადებას ავრცელებს. ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში, ის წერს, რომ არასდროს ჰქონია კავშირი ე.წ. ქოლ ცენტრების საკითხთან და არასდროს მიუღია მონაწილეობა მსგავს სქემებში –გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის პლატფორმაზე გასულ მასალაში ჩემთან დაკავშირებული როგორც ფაქტების უზუსტობა, ასევე მათი არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად მიღებული დაშვებების სიმცდარე დავადასტურო – წერს კეზერაშვილი:

“მინდა კიდევ ერთხელ მოკლედ განვაცხადო, რომ არა მაქვს და არც არასდროს მქონია კავშირი BBC-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლ ცენტრების საკითხთან. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი მიმაჩნია მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის მედიასაშუალებად, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩემთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოცემასთან მაქვს ბევრი შეკითხვა. აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არასდროს მიმიღია მონაწილეობა მსგავს სქემებში, ამიტომ არ ვაპირებ, უყურადღებოდ დავტოვო ის ზიანი, რასაც ეს მასალა მე მაყენებს, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩემ წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება პოლიტიზირებული მართლმსაჯულება, ჩემი მონაწილეობით შექმნილ ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ კი მმართველი პარტიის მხრიდან კამპანიური ხასიათის შეტევაა, რაც აღიარებულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში.  გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის პლატფორმაზე გასულ მასალაში ჩემთან დაკავშირებული როგორც ფაქტების უზუსტობა, ასევე მათი არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად მიღებული დაშვებების სიმცდარე დავადასტურო და ამას დიდი დრო არ დასჭირდება. ასევე ყოველთვის გამოვთქვამდი მზადყოფნას და დღესაც მზად ვარ, ე.წ. ქოლ ცენტრების თემაზე ევროპული ქვეყნების საგამოძიებო სტრუქტურებთან თანამშრომლობისთვის, მით უმეტეს, რომ ჩემი, როგორც პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი პირის, საცხოვრებელი ადგილი სწორედ დიდი ბრიტანეთია, რომლის მართლმსაჯულების სისტემის სანდოობაში ეჭვი არავის ეპარება.” ნათქვამია დავით კეზერაშვილის განცხადებაში.

BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება ქოლ -ცენტრების სკანდალზე დღეს გამოქვეყნდა. სტატიის მიხედვით, თაღლითური ქსელი მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც მოქმედებდა და ამ სქემით პენსიონერების და რიგით ინვესტორების მილიარდ დოლარზე მეტი თანხაა მითვისებული.

“ბიბისი” სპეციალურ რეპორტაჟში ასაჯაროებს იმ ბიზნესმენების ვინაობას, ვინც თაღლითურ სქემაში მონაწილეობდნენ, მათ შორის ერთ-ერთი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილია.

თეგები: დავით კეზერაშვილიდავით კეზერაშვილი BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟზე
გაზიარება52

დაკავშირებული -პოსტები

სამ ძმას ესროლეს, ორი მათგანი ადგილზე დაიღუპა – რა ხდება კახეთში

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ძმები მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.   ცეცხლსასროლი იარაღით სამ ძმას ესროლეს, ორი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ერთმა კი გაქცევა და გადარჩენა შეძლო.   ადგილობრივების თქმით,...

დაწვრილებითDetails

გელათის მთავარი ტაძრის მდგომარეობა სტაბილურია – კულტურის მინისტრი

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
გელათის მთავარი ტაძრის მდგომარეობა სტაბილურია – კულტურის მინისტრი
მთავარი

„საპატრიარქოს, სახელმწიფოს, საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობის შედეგად, გელათის მთავარი ტაძრის მდგომარეობა სტაბილურია“ - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა ბაია ბიტაძემ გელათში ვიზიტის დროს განაცხადა. ინფორმაცას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.კულტურის...

დაწვრილებითDetails

ნატა ვიბლიანის საქმეზე ადვოკატი ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ადვოკატი
მთავარი

ნატა ვიბლიანის საქმეზე დასრულდა ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები - ამის შესახებ დაზარალებული ქალის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს. პროკურატურისგან ველოდებით არსებულ მტკიცებულებათა ობიექტურ შეფასებას, რასაც უნდა მოყვეს მყისიერი გადაწყვეტილებების მიღება....

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5955 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5955 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5958 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს 6 ნოემბერს დღის სხვადასხვა მონაკვეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6...

დაწვრილებითDetails

” ბრიუსელიდან არაერთხელ გაგვიგია დამოკიდებულება: ან დამემორჩილები, ან მუდმივად ვიქნები ისეთ რეჟიმში, როდესაც საქართველოზე განვახორციელებთ ზეწოლას..” – გია ვოლსკი ევროკომისიის ანგარიშზე

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
“ნაციონალები” ცუდათ დაამთავრებენ_გიორგი ვოლსკი
მთავარი

ბრიუსელიდან არაერთხელ გაგვიგია დამოკიდებულება: ან დამემორჩილები, ან მუდმივად ვიქნები ისეთ რეჟიმში, როდესაც საქართველოზე განვახორციელებთ ზეწოლას - ეს არის მთავარი „მესიჯი“, რომელიც ამ მოხსენებაში გავიგეთ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა,...

დაწვრილებითDetails

„კოალიცია ცვლილებისთვის” განცხადება

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
„კოალიცია ცვლილებისთვის” განცხადება
მთავარი

გუშინ გამოქვეყნებული ევროკავშირის გაფართოების ანგარიში მკაფიოდ ადასტურებს, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში საქართველო ვერასოდეს გახდება ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ განცხადებაშია აღნიშნული. მათი განცხადებით, ანგარიშში მოცემული საქართველოს თითოეული...

დაწვრილებითDetails

“პოსტსაბჭოთა და სოციალისტურმა სამყარომ უნდა გვასწავლოს ჩვენ დემოკრატია? “- პაპუაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დააინიცირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი
მთავარი

პოსტსაბჭოთა და სოციალისტურმა სამყარომ ჩვენ უნდა გვასწავლოს დემოკრატია? თვითონ სად იყვნენ 30 წლის წინ? - ჩვენ არავისგან დემოკრატია არ გვესწავლება. არ გვესწავლება პაველ ჰერჩინსკისგან, კაია კალასისგან, მარტა კოსისგან, - ამის...

დაწვრილებითDetails

” ჩემი რეკომენდაციაა, ტონს დაუწიოს ” – შალვა პაპუაშვილი პაველ ჰერჩინსკიზე

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

გუშინ ჩვენ ვიხილეთ ბატონი ჰერჩინსკის ბრიფინგი, სადაც რეკომენდაციებზე საუბრობდა, პირველი რეკომენდაცია რაც მე მას მინდა მივცე, ტონს დაუწიოს - აგრესიული, პრეტენზიული და დამრიგებლური ტონით საქართველოს ხელისუფლებას აქ აკრედიტებული დიპლომატი არ...

დაწვრილებითDetails

,,თოვლი და ტემპერატურის კლება“ – როგორი ამინდი გველოდება ნოემბერში

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

ნოემბერი საქართველოში ცვალებადი ამინდით გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ თვის დასაწყისი შედარებით თბილი იყო, უახლოეს დღეებში ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურა დაიკლებს, მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში კი თოვლი. გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატური პროგნოზების...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"