ცნობილმა უკრაინელმა გამნაღმველმა ცუგამ, პატრონმა საავადმყოფოში ომის შედეგად დაშავებული ბავშვები მოინახულა.
ბავშვებმა პატრონს პირობა მისცეს, რომ დაიცავენ ყველანაირ უსაფრთხოების წესს.
„პატრონიც დაჰპირდა მათ, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა არცერთი ბავშვი აღარ დაშავდეს“, – წერია უკლრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.















