“სტიქიამ დაიზიანა საცხოვრებელი სახლი. მთავრობამ მოიყვანა კომპანია და დაიწყეს გაკეთება. გადახადეს სახურავი და ახლა წვიმს გადაუღებლად, დაიტბორა მთელი სახლი, გამიფუჭდა ყველაფერი. ძალიან უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ. მერიას დავუკავშირდი და მითხრეს ჩავაყენებთო გამგებელს საქმის ყურშიო. სახლი არის სახურავის გარეშე ან ცელოფანი ან ბრიზენტი მაინც გადაეფარებინათ .ძალიან დაუდევრად არიან მოქცეულნი. ვაპირებ რომ კომპანია, რომელიც აკეთებს სამუშაოებს ჩემს სახლზე სასამართლოში ვუჩივლო. გამინადგურეს სახლი” – ამბობს რამაზ სიხარულიძე.
აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდათ
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ხორცპროდუქტების საწარმოებში სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ...










