ქართულმა საკალათბურთო საზოგადოებამ ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი დაკარგა. დღეს, გამთენიისას გარდაიცვალა გამოჩენილი ვეტერანი კალათბურთელი, 70-80-იან წლებში “თბილისის დინამოსა” და “ბურევესტნიკის” წევრი, საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრი, გივი ბიჭიაშვილი.
გივი ბიჭიაშვილი ძალიან დააკლდება კალათბურთს, დააკლდება ქართულ სპორტს, თბილისს და მთლიანად საქართველოს. კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი კალათბურთელის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, საკალათბურთო და სრულიად სპორტულ საზოგადოებას.
ბატონი გივის გამოსვენება მოხდება ხუთშაბათს, 28 ოქტომბერს, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ოლიმპიური სასახლიდან, 14:00 საათზე. წყარო_ საქართველოს კალათბურთის ფედერაცია










