გორდში ტურისტული სეზონია, თუმნცა ადგილობრივი ბიზნესისთვის კვლავ გამოწვევად რჩება ბუნებრივი აირისა და ინტერნეტის პრობლემა. მათივე თქმით ასევე ხშირად შეფერხებით მიეწოდებათ ელექტროენერგია. რაც შეეხება ტურისტულ ნაკადებს, გასულ წლებთან შედარებით კლება შეინიშნა, თუმცა საოჯახო სასტუმროების მფლობელები იმედს არ კარგავენ და სტუმრების რაოდენობის ზრდას ელოდებიან.










