ქუთაისში წყლის მიწოდება 7 000-მდე აბონენტს შეუწყდა. წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, წყლის მიწოდება დიდთოვლობით გამოწვეული ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის დაზიანების გამო შეიზღუდა.
“სამუშაოები მიმდინარეობს და დასრულებისთანავე მოსახლეობას წყლის მიწოდება აღუდგება,”-აცხადებენ კომპანიაში.
ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს ამ დრომდე არ მიეწოდება ბუნებრივი აირიც და ელექტროენერგია.