გაზეთის ”ქუთაისი” დაარსებიდან 100 წელი გავიდა

200
ნახვა

გაზეთის ”ქუთაისი” დაარსებიდან 100 წელი გავიდა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი წერს.

”მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

”კადრი დიდი წარსულიდან:

3 აპრილს, გაზეთ “ქუთაისის” დაბადებისა და მისი 100 წლის იუბილის დღეს, ვფიქრობ, ეს ფოტო ძალიან დაამშვენებს.

ხელმარცხნივ ზის გივი მეფისაშვილი – რესპუბლიკის დამსახურებული ჟურნალისტი, გაზეთ “ქუთაისის” რედაქტორი 23 წლის მანძილზე, რამდენიმე წიგნის ავტორი, საზოგადო მოღვაწე და თავისი პიროვნული თვისებებით მუდამ გამორჩეული კაცი;

შემდეგ – რაჟდენ გაბეჩავა – პასუხისმგებელი მდივანი და დიდი პროფესიონალი, რომლის სახელი ლეგენდასავით შემოგვრჩა რედაქციის მომდევნო თაობებს;

მის გვერდით – სერგო მაღლაფერიძე, მწერალი და რესპუბლიკის დამსახურებული ჟურნალისტი, წლების მანძილზე გაზეთის რედაქტორის მოადგილე, ახალგაზრდა მწერლებისა და ჟურნალისტების უპირველესი მასპინძელი და გზის დამლოცავი “ქუთაისის” ფურცლებზე, მრავალი პროზაული, პუბლიცისტური და იუმორისტული წიგნის ავტორი, ყველაზე მახვილკალმიანი, თვითმყოფადი წერის სტილით გამორჩეული ჟურნალისტი.

ჟურნალისტების გვერდით, მარჯვნივ, გენიალური ბორის გაპონოვია, “ვეფხისტყაოსნის”ივრითზე ბრწყინვალედ მთარგმნელი.

ჩემი ვარაუდით, ფოტო 60-იანი წლების ბოლოს, ან 1970 წელს უნდა იყოს გადაღებული, გაზეთ “ქუთაისის” რედაქციის ძველ შენობაში.” – წერს ნანული ცხვედიანი.

გაზეთი “ქუთაისი” 100 წლის იუბილე ქუთაისის მერმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაზეთის თანამშრომლებს მიულოცეს. შეხვედრას ამერიკიდან ჩაერთო ჟურნალისტი მანუჩარ პირველი.

“გაზეთი “ქუთაისი” იყო ჩვენი ქალაქის ნამდვილი მემატიანე მე-20 საუკუნეში. ათწლეულების მანძილზე გამორჩეული სახელები და სახეები ჰქმნიდნენ ამ გაზეთს. ყველა ქუთაისელის ოჯახში , ყოველდღე მოუთმენლად ელოდნენ “ქუთაისს”. სწორედ ამ გაზეთის ფურცლებმა შემოგვინახა უამრავი ისტორიული კადრი და ამბავი. დასანანია, რომ დღეს გაზეთი აღარ გამოდის. ვულოცავ გაზეთ “ქუთაისის ” თანამშრომლებს და ყველა ქუთაისელს ამ მნიშვნელოვან თარიღს! თქვენ ჩვენი ქალაქის ისტორიას წერდით !”- მიმართა სტუმრებს იოსებ ხახალეიშვილმა.

გაზეთ “ქუთაისის” პირველი ნომერი 1921 წლის 3 აპრილს გამოვიდა.

“მიუხედავად იმისა, რომ თავისი არსებობის დიდი ხნის მანძილზე გაზეთი საბჭოთა იდეოლოგიის პლატფორმაზე იდგა და მთავარი სახელისუფლებო ორგანო იყო, მხოლოდ პროპაგანდისტულ სტატიებსა და დოკუმენტებს როდი აქვეყნებდა. მის ფურცლებზე აქტიურად აისახებოდა ქალაქის მნიშვნელოვანი ტრადიციები და ყოველდღიური მაჯისცემა , საზოგადოებრივ -ეკონომიკური ცვლილებები, კულტურისა და განათლების სიახლეები, იბეჭდებოდა ლიტერატურულ -შემეცნებითი პროდუქცია, ფიქსირდებოდა უამრავი გვარ – სახელი, ისტორიული ფაქტები, მკითხველის საყვარელი რუბრიკები …

გაზეთმა „ქუთაისმა“ სახელწოდებებითაც არაერთხელ განიცადა ცვლილება. მისი მოკლე ბიოგრაფია ასეთია: 1921 წლის 3 აპრილს გამოვიდა საქართველოს საგუბერნიო რევკომისა და პარტიის საგუბერნიო კომიტეტის ორგანოს – „მუშა და გლეხის“ პირველი ნომერი. მას შემდეგ კიდევ რამდენჯერმე შეეცვალა სახელი: 1924 -1925 წლებში სახელისუფლებო გაზეთს ერქვა „წითელი ვარსკვლავი“, 1930 -1932 წლებში – „ლენინის გზით“, 1932 -1934 წლებში – „მუშა და კოლმეურნე“, 1934 -1938 და 1952 – 1961 წლებში — „სტალინელი“, 1938 – 1952 წლებში – „ინდუსტრიული ქუთაისი“, 1961 წლიდან 2011 წლის ჩათვლით კი ის თავის ყველაზე საპატიო და მნიშვნელოვან სახელს – „ქუთაისს“ ატარებდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პარტიის საქალაქო კომიტეტისა და საქალაქო საბჭოს აღმასკომის ორგანო – გაზეთი „ქუთაისი“ რედაქციის ჟურნალისტთა თაოსნობით და ძალისხმევით, 90-იანი წლებიდან გამოდიოდა, როგორც დამოუკიდებელი საქალაქო საზოგადოებრივ -პოლიტიკური გამოცემა.

ამ მოკლე ჩამონათვალის მიღმა, „ქუთაისმა“ განვლო ურთულესი და წინააღმდეგობრივი, გრძელი გზა, თუმცა , სხვადასხვა დროის ჟურნალისტთა ნიჭიერი თაობების დიდი მცდელობით, ის მუდამ იყო ხალხის საყვარელი გაზეთი, მისი სიხარულის, ტკივილისა თუ პრობლემების უშურველად გამზიარებელი, სიახლეების მაცნე და დიდი მატიანის შემკრები. რედაქციასთან აქტიურად თანამშრომლობდა სამეცნიერო და შემოქმედებითი ინტელიგენცია, გაზეთს ჰყავდა სხვადასხვა პროფესიის მრავალი შტატგარეშე კორესპონდენტი. ისიც რად ღირს, რომ პირველად აქ, ამ გაზეთში, იბეჭდებოდა ლადო ასათიანისა და მრავალი ცნობილი ავტორის ნაწარმოებები. გალაკტიონის შედევრი „ნიკორწმინდაც“ (ასე ერქვა თავდაპირველად) სწორედ „ინდუსტრიული ქუთაისის“ 1947 წლის 30 აგვისტოს ნომერშია გამოქვეყნებული.

გაზეთის კომპლექტები უმნიშვნელოვანეს დოკუმენტურ მასალას იძლევა ფართო პროფილის სპეციალისტებისა და დაინტერესებული მკითხველისათვის.
ამის გათვალისწინებით, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საცნობარო -ბიბლიოგრაფიულმა განყოფილებამ დაიწყო გაზეთ“ ქუთაისისა“ და მისი წინაპარი გამოცემების ანალიტიკური ბიბლიოგრაფიის შედგენა: უკვე დაიბეჭდა ორი მოზრდილი ტომი, დასაბეჭდად მზადდება მესამე წიგნი და დაწყებულია მეოთხე ტომის ბარათების შედგენაც.
სამწუხაროდ, გარემოებათა გამო, გაზეთ „ქუთაისმა“ 2011 წელს შეწყვიტა გამოსვლა. მის ფურცლებზე აღზრდილი ჟურნალისტები დღეს სხვა საინფორმაციო საშუალებებში ან სხვა სფეროში საქმიანობენ, მაგრამ , ისევე, როგორც ჩვენს ერთგულ მკითხველს, არავის ავიწყდებათ მეოცე საუკუნის ქუთაისის დიდი მემატიანე და საზოგადოებრივ მაჯისცემაზე მუდამ ერთგულად მიყურადებული გაზეთი „ქუთაისი“. – წერს ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი.

დაკავშირებული -პოსტები

გერმანიაში, ალკოჰოლის მოპარვის მცდელობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში, ალკოჰოლის მოპარვის მცდელობისთვის საქართველოს 43 წლის მოქალაქე დააკავეს. გერმანული მედიის ცნობით, ქართველი ქურდობის დროს მაღაზიის დაცვამ შენიშნა, თუმცა გაქცევა მოახერხა. მაღაზიის მფლობელმა გასასვლელი კარი ჩაკეტა, გაღების მცდელობისას მან ხელები დაიზიანა, შემდეგ კი ცეცხლის...

დაწვრილებით

რუსეთი ხარჯავს მილიარდებს და მილიარდობით დოლარს სხვა ქვეყნებში გავლენის მოსახდენად-ზელენსკი

"რუსეთი ხარჯავს მილიარდებს და მილიარდობით დოლარს სხვა ქვეყნებში გავლენის მოსახდენად. ისინი ავრცელებენ ქაოსს, ძირს უთხრიან ჩამოყალიბებული ინსტიტუტების მუშაობას, აფინანსებენ დეზინფორმაციას და ქრთამავენ სამოქალაქო და პოლიტიკურ ლიდერებს. შეშფოთებულია პლანეტის სხვადასხვა რეგიონი....

დაწვრილებით

როგორი ამინდი გველის 29 მარტს საქართველოში

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 29 მარტს - გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29  მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ქ. თბილისში 29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17,...

დაწვრილებით

პიანისტ გიორგი გიგაშვილს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო გადაეცა

პიანისტ გიორგი გიგაშვილს Terrence Judd-Hallé-ს ჯილდო გადაეცა. BBC Radio ჯილდოს ყოველწლიურად ახალი თაობის 3 პიანისტს გადასცემს. გამარჯვებული ჯილდოდ ფულად პრემიასაც მიიღებს და სიმფონიურ ორკესტრ Hallé-სთან ერთად კონცერტებზეც დაუკრავს. გიორგი გიგაშვილი...

დაწვრილებით

ჩვენ ვენდეთ ევროკავშირს და ევროკავშირმა გაგვიცრუა ჩვენ ეს იმედები-პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შემდეგ ევროკავშირის ელჩისა და ბრიუსელის მიერ განსაზღვრული დათქმების წინააღმდეგ ახლა უკვე პარლამენტის თავმჯდომარე გამოდის  და ამბობს, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას არ დაუშვებენ. ევროკავშირის ელჩის გუშინდელი განცხადების პასუხად,...

დაწვრილებით

საქართველოში ტურებისა და მგლების დათვლის ტენდერი ჩავარდა

პრეტენდენტების არარსებობის გამო, საქართველოში ტურებისა და მგლების დათვლის ტენდერი ჩავარდა ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერის ღირებულება 355 000 ლარი იყო. როგორც დოკუმენტში ეწერა, სამუშაოების ფარგლებში უნდა მომხდარიყო ტურებისა...

დაწვრილებით

კივილი, სროლა, სირენები, პოლიციის მანქანები – რა შეემთხვა ქალს საქართველოს გამარჯვების ღამეს

,, _აუუუუუუუუუ დედაჩემი მირეკავს ამ წუთას . ფოთშია ახლა და სახლში ზის, წარმოდგენა არ აქვს რა ხდება ფეხბურთზე. მიყვება: ვიჯექი მშვიდად,არხეინად . ვსვამდი ჩაის , ვუყურებდი ფილმს და ჩამთვლიმა. ამ...

დაწვრილებით

ყველაზე ძვირად ღირებული სარეაბილიტაციო გზებიდან ორი იმერეთშია

გზების დეპარტამენტი, მიმდინარე წელს, გზების რეაბილიტაცია/მშენებლობას ჯამში 25 ლოკაციაზე გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსს“ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მიაწოდეს. დოკუმენტის თანახმად, ყველაზე ძვირად ღირებული მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მშენებლობაა, რომელიც...

დაწვრილებით

იმერეთი განქორწინებების ოდენობით მეორე ადგილზეა

როგორც ქორწინების, ისე განქორწინების მაჩვენებელი შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს რეგისტრირებულია 22 275 ქორწინება, რაც 14.5%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის...

დაწვრილებით

2050 წლისთვის მსოფლიოში კიბოს შემთხვევები გაორმაგდება – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, 2050 წლისთვის კიბოთი დაავადებულთა რაოდენობა 77%-ით გაიზრდება, რაც დაახლოებით 18,5 მილიონი ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს. ორგანიზაციის შეფასებით, ეს რიცხვი დაავადების შემთხვევების თითქმის ორმაგ ზრდას ნიშნავს, მაშინ, როცა...

დაწვრილებით

კატეგორიები