შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტრეფიკინგის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი 1993 წელს დაბადებული მ.ფ. დააკავეს.
დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებითა და მუქარით, 1963 წელს დაბადებულ პირს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა.
გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ ამ გზით მოპოვებული თანხის ნაწილს ბრალდებული ისაკუთრებდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
"გაუქმდეს Eagle Hills-თან დადებული ხელშეკრულება!" - ამ მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. "ერთი ხალხი - ერთი საქართველოს“ წევრებმა ქუთაისში ადგილობრივებს საინფორმაციო ფლაერები დაურიგეს. მოსახლეობამ ხელი მოაწერა პეტიციას. მათი შეფასებით მიწა...
6 სექტემბრიდან, ევროპის საზღვრის გადაკვეთის წესები მნიშვნელოვნად გამკაცრდება ევროპის ეკონომიკური სისტემის (EES) ფარგლებში დროებითი გამონაკლისების გაუქმების გამო. ცვლილებები ვრცელდება ევროკავშირის გარე საზღვრებზე არსებულ ყველა გადასასვლელ პუნქტზე - სახმელეთო, საზღვაო და...
ნარკოლოგ ზურა სიხარულის ინფორმაციით, რუსეთში ახალი ნარკოტიკები გამოჩნდა, რომელიც გაზრდილი მიგრაციის ფონზე აუცილებლად გაჩნდება საქართველოს ე.წ. შავ ბაზარზეც. სიხარულიძის თქმით, საუბარი აღარ არის მხოლოდ ჰეროინზე, მეტადონზე, ამფეტამინზე ან მეფედრონზე, არამედ საუბარია უფრო საშიშ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე "ნიტაზენები,...
თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი, ია კვანტალიანი აქვეყნებს ვიდეოკადრებს, სადაც მისი თქმით მოძალადე პოლიციელები ჩანან. ჩანაწერი იასამნების ქუჩაზე იმ დროსაა გაკეთებული, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ბიზნესმენის აყვანის ოპერაციას ატარებდა. ია კვანტალიანის მტკიცებით,...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს....
თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა ღამით, სოფელ ომალოში ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარედ მოხდა. თვითმხილველების თქმით, სწრაფად მოძრავი „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი, სადაც 5 ადამიანი იმყოფებოდა, გზის სავალი...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს, ხოლო კიდევ ერთი არასრულწლოვანი ამხილეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ცნობით, დაკავებული, საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით...
ვერძი დღე აქტიურ მოქმედებას და სწრაფ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. სამსახურში შესაძლოა ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს, თუმცა ნაჩქარევ პასუხს მოერიდეთ. პირად ურთიერთობებში მეტი მოთმინება გამოიჩინეთ. კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ. დაუგეგმავი ხარჯი შესაძლებელია,...
დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +16, +21°, დღისით +25, +30°; მთაში...