ჯენიფერ ლოპესი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ლათინო-ამერიკელი არტისტია, თუმცა ამ დრომდე არავის განუცხადებია, რომ ის საკმაოდ პრეტენზიული და მომთხოვნია. მომღერალმა, დენი მინოუგმა თავის პოდკასტში ლოპესის მოულოდნელი პრეტენზიაა განაცხადა. საუბარია 90-იანი წლების მიწურულს დაგეგმილ ტელე-შოუზე.
მინოუგი აცხადებს, რომ ჯენიფერმა მას დაურეკა და უთხრა, რომ არ მივიდოდა, სანამ საგრიმიოროს თეთრად არ შეღებავდნენ.
„მან დარეკა და მოითხოვა, საგრიმიორო თეთრად გადაეღებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ მივიდოდა, მას სურდა, ავეჯიც თეთრი ყოფილიყო“, – აცხადებს დენი.