,,განადგურებულია ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე ასსაფეხურიან კიბის მიმდებარედ აქამდე არსებული მწვანე სექტორი – ამის შესახებ სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპა ჩვენი სახლია წერს.
,,ფერდი, რომელზეც დატვირთული იყო მსხვილმერქნიანი კედარის ჯიშის ხეებით “აქტივების მართვის და განვითარების კომპანიის” ბალანსზეა, რომელიც სახელმწიფო შპს-ა.
დამუშავებული მასალის ნაწილი ახლადაშენებული სასტუმროს “ქუთაისი ინნ”-ის ეზოშია დაწყობილი.
აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია – ვითხოვთ განმარტებას ამჯერად რა მიზანს ემსახურება ვანდალიზმის ეს გამოხატულება ქალაქში, სადაც მწვანე სექტორის განადგურების ხარჯზე ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესების ინტერესთა დაკმაყოფილება აპრობირებული პრაქტიკაა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქვეყანაში არსებული მძიმე გარემოსდაცვითი გამოწვევების გათვალისწინებით მავნებლობის ამ გამოხატულებაში ხართ თუ არა ჩართული (ამიერიდან ეროზიის რისკების გათვალისწინებით ფერდის მდგრადობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება❗️❗️❗️)
ქუთაისი ინნ • Kutaisi Inn იქნებ თქვენ იცოდეთ მომიჯნავე ნაკვეთში რა ხდება, თან შეუწუხებიხართ თქვენი ეზოს ნაწილის გამოყენებით, რას ემსახურება მწვანე სექტორის მორიგი “მოსიფთავება”- ამ დანაშაულთან რაიმე კავშრირში ხართ?
ქუთაისის მერიას დაბლოკილი ვყავართ, ამიტომ მათ პასუხს აქ ვერ გავიგებთ, მაგრამ ალტერნატიული გზებით. აუცილებლად მოუწევთ.” – წერს სოციალურ ქსელში ორგანიზაცია ,,ევროპა ჩვენი სახლია”.










