,,გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ!”-მანიფესტი
დღეს, 2022 წლის 27 მაისს საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა ახალი სამოქალაქო მოძრაობის პრეზენტაცია გამართეს და მანიფესტი წარადგინეს.

მანიფესტი 9 პუნქტისაგან შედგება:

საქართველო თავისუფალი ადამიანების თავისუფალი ქვეყანაა

საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი

ხელისუფლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით იცვლებოდეს

კანონი უზენაესი და ადამიანის უფლებები აღიარებული და დაცული იყოს

მოქალაქე სამართალს დამოუკიდებელ და კვალიფიციურ სასამართლოში პოულობდეს

სიტყვის თავისუფლება ხელშეუხებელი და დაცული იყოს

სიღატაკე აღარ არსებობდეს

სახელმწიფო ებრძოდეს და ამარცხებდეს კორუფციას

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა და ბუნება იყოს დაცული