საზოგადოება სიყვარულითა და გულისტკივილით ემშვიდობება ლეგენდარულ ქართველ კინომსახიობს, საესტრადო მომღერალს, სცენარისტს, კინორეჟისორს, სიმღერების ავტორს – ბატონ ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეს.
დღეს, მას ვერის სასაფლაოზე, დედისა და მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.
გამოსამშვიდობებელი პროცესია ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. სიტყვით გამოსვლები 2 საათზე დაიწყება.
ბუბას უკანასკნელ გზაზე, თანამემამულეებთან ერთად, უცხოეთიდან საგანგებოდ ჩამოსული სტუმრებიც გააცილებენ. მათ შორის არის უკრაინის კულტურის მინისტრი.
კიდევ ერთხელ, გამოვხატავთ მწუხარებას ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას ვუცხადებთ ჭირისუფალთ.
უფალმა გაანათლოს მისი სული.










