ბრიტანეთის ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა და მასში რუსეთის ქიმიური თავდაცვის ქარხნის ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი შეიყვანა.
„დღეს რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიოლოგიური, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარები და მათი ლიდერი იგორ კირილოვი, რომელიც პასუხისმგებელია ამ ბარბაროსული იარაღის განლაგებაში დახმარებაზე, დაექვემდებარა სანქციებს. კირილოვი ასევე მნიშვნელოვანი ხმა იყო კრემლის დეზინფორმაციისთვის, რომელიც ავრცელებდა სიცრუეს რუსეთის სამარცხვინო და სახიფათო ქცევის გადასაფარად“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.
სანქციები დაუწესდა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს 27-ე ცენტრალური კვლევით ინსტიტუტსა და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს 33-ე ცენტრალურ კვლევით ინსტიტუტს.