ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4314 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე დაინფიცირდა 481578 ადამიანი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 421532, ხოლო ბოლო 24 საათში განიკურნა 4519 ადამიანი.
გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 35 პაციენტი. სულ ქვეყანაში ვირუსს 6 406 მოქალაქე ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 34074, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19813, PCR ტესტით – 14261
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 12,66%, ბოლო 14 დღის – 10,38%, ბოლო 7 დღის – 11,03%