როდესაც საკვალიფიკაციო გავიარეთ მარტში ზოგიერთები, მათ შორის ყოფილი ფეხბურთელებიც ამბობდნენ, რომ საქართველო არ უნდა ყოფილიყო აქ, რადგან სათანადო კლასი არ გვქონდა, მოთამაშეების მოტივაცია ძალიან დიდია და როგორც ისინი პასუხობენ მოედანზე ძლიერ კონკურენტებს ჩემთვის საამაყოა.
მეც გაკვირვებული ვარ რადგან გულახდილად გეტყვით ვერ ვიფიქრებდი, რომ შევძლებდით ასეთ კარგ თამაშს. ვიცოდი, რომ დასაკარგი არაფერი გვქონდა და თავისუფლად შეგვეძლო თამაში, მოთამაშეებიც ფანტასტიურად ახდენდნენ რეაგირებას.
თურქეთთან, რომ წავაგეთ ის შეხვედრაც კარგად ვითამაშეთ, მაგრამ რაც ჩეხეთთან და პორტუგალიასთან გავაკეთეთ საოცარი იყო. გვყავს 26 მოთამაშე, მაგრამ გულახდილად რომ ვთქვა გარკვეულ პოზიციებზე გვაკლია მოთამაშეები. ვფიქრობ, რომ 3 მატჩის შემდეგ ზოგიერთი საკმაოდ გადაიღალა, მაგრამ შევხედავთ მომდევნო დღეებში როგორ შეძლებენ ძალების აღდგენას, დრო კიდევ გვაქვს.
ბოლო სამ წელიწადში ოთხჯერ ვეთამაშეთ ესპანეთს და ოთხივეჯერ წავაგეთ, ბოლოს ეს სექტემბერში, საქართველოში იყო, ვიცით რომ რთული იქნება ესპანეთი აშკარად საუკეთესო ნაკრებია, მაგრამ ისევე როგორც პორტუგალიასთან ახლაც თავისუფლად ვითამაშებთ“ — ამბობს ვილი სანიოლი