ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი მთავრობის მიერ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას ანტივაქსერული ნაბიჯად აფასებს.
“მე თუ მკუთხავთ, ბოლო დროის ყველაზე ანტივაქსერული ნაბიჯი ტრანსპორტის გაჩერება იყო”, – წერს მაია ბუწაშვილი Facebook-ზე.
ცნობისთვის, გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, 3 კვირის განმავლობაში შეიზღუდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა.










