გუშინ ბიძამ საკუთარი 17 წლის დიშვილი ცივი იარაღით დაჭრა. მომხდართან დაკაშირებით სამართალდამცველებმა 37 წლის პირი საბურთალოს რაიონში დააკავეს.
როგორც მეზობლები ჰყვებიან, ბიძასა და დისშვილს შორის დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე, ბინის გამო დაიწყო.
“ბიძასა და დისშვილს შორის, ყოფით ნიადაგზე სიტყვიერი შეკამათება მოხდა, რა დროსაც, როგორც შემდეგ გაირკვა, ბიძას დაუჭრია დისშვილი. მძიმედ არ არის დაჭრილი, მცირე დაზიანება ჰქონდა. ყოფით ნიადაგზე მოხდა, სახლი ამ ბიჭს ეკუთვნის და თუ არ ვცდები, სახლიდან გაშვება ნდომებია ამ ნათესავების. ბიძა დაკავებულია, თუ არ ვცდები და დისშვილი დაკითხვაზე წაიყვანეს,”- ამბობს მეზობელი.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.