15-მდე ბიზნესმენს, რომლებიც პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ, პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. უცნობია შეხვდება თუ არა მათ ირაკლი ღარიბაშვილი.
ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მკაცრ შეზღუდვებსა და კომენდატის საათს და ამბობენ, რომ კიდევ ერთ ჩაკეტვას ვეღარც ქვეყნის ეკონომიკა და ვეღარც მათი სფერო გადაიტანს, შესაბამისად ბოლომდე გაკოტრდებიან.
ცნობისათვის : მათ განაცხადი მთავრობის ადმინისტრაციაში 2 დღის წინ შეიტანეს , და პასუხის მოლოდინში იმყოფებიან.