LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,ბედნიერი ვარ იმით, რომ ეს პროგრამა ნომერ პირველია”-მეუფე იაკობი ამერიკულ დელეგაციას შეხვდა

,,ბედნიერი ვარ იმით, რომ ეს პროგრამა ნომერ პირველია”-მეუფე იაკობი ამერიკულ დელეგაციას შეხვდა

დაპოსტა 2023/06/23-ში
A A
370
ნახვა
გაზიარება

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა ამერიკული დელეგაცია მიიღო.  სტუმრებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრები, პროფესორ მასწავლებლები და სტუდენტები შეხვდნენ.

კენტუკის უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში , ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი მიესალმა.

მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ ამერიკასთან პარტნიორული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის, ასევე უნივერსიტეტისათვის.

,,ძალიან დიდი საქმე კეთდება ამ ჩვენი თანამშრომლობით, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი პარტნიორობა უკვე შედგა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკულ მხარესთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია საქართველოსი და ყველაზე ძლიერი სტრატეგიული პარტნიორია.

ჩვენ, ახლა გზაგასაყარზე ვართ, მთელი მსოფლიო გზაგასაყარზეა. ვხედავთ, დიდი არჩევანი კაცობრიობას არა აქვს, მე ვგულისხმობ იმ საშინელ ომს , რომელიც მიმდინარეობს უკრაინის ტერიტორიაზე და ვხედავთ, რომ ამ ომის განვრცობა არ შეიძლება.  იმ დღეში, მსოფლიოში არც ერთი ერი არ უნდა ჩავარდეს, რა დღეშიც უკრაინელები არიან.

იმედია, დასრულდება ეს ომი და ყველა ქვეყანა მზად უნდა იყოს შემდგომი მშვიდობისათვის.

ამერიკა ძალიან ძლიერი ქვეყანა და ძლიერი მოთამაშეა მსოფლიოში, ამიტომ მასთან თანასწორული პარტნიორული ურთიერთობა ძალიან კარგია ნებისმიერი ქვეყნისათვის.

ჩვენი ქვეყანა კი 30 წელზე მეტია საბჭოთა იმპერიის შემადგენლობიდან გამოვიდა, რუსული იმპერიის შემადგენლობიდან, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა, ამიტომ ძალიან მძიმედ ვრეაგირებთ, როცა გარედან ჭკუის სწავლებას გვიწყებენ. ასოციაცია ჩნდება, რომ რუსეთი ახალი სახით გველაპარაკება, ევროპიდან, თუ საიდანაც არ უნდა მოდიოდეს.

საქართველოს უნდა, რომ მსოფლიო თანამეგობრობის ღირსეული წევრი იყოს  და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მსოფლიო თანამეგობრობის განვითარებაში. ამიტომ ჩვენთვის აუცილებელია, არც ერთ პროცესში არ ჩამოვრჩეთ წარმატებულ სამყაროს.

ამიტომ კიბერუსაფრთხოების ეს პროგრამა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ბედნიერი ვარ იმით, რომ ეს პროგრამა ნომერ პირველია, როგორც ამერიკაში, ასევე მსოფლიოში და დოქტორებო და პროფესორებო, ძალიან გვიხარია თქვენთან შეხვედრა”

მეუფე იაკობმა ასევე არნიშნა: ,, იცით ჩვენი პატრიარქის, ჩვენი ეკლესიის და ჩემი გადაწყვეტილება, რომ ეკლესია არის ამ პროგრამის ინვესტორი, ინვესტიციას ვდებთ საქართველოს მომავალში. ამით ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს, ორგანიზაციებს, ინსტიტუტებს მოვუწოდებთ, ჩვენი მაგალითი გადაიღონ და გვექნება ნაკლები პოლარიზაცია ყველგან.

პოლარიზებულია მთელი სამყარო, არავის გვაკლია ეს პოლარიზება და ვისურვებდი დროზე დამთავრებულიყოს. გმადლობთ.”- განაცხადა მეუფე იაკობმა

ამერიკელმა სტუმრებმა მასპინძლობისათვის მადლიერება გამოხატეს და აღნიშნეს, რომ წინ ორმხრივად სასარგებლო და საინტერესო დღეები ელით.

ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის  ინფორმატიკის კოლეჯის დეკანმა, კომპიუტერულ მეცნიერებათა პროფესორმა კევინ კირბმა მეუფე იაკობს პარტნიორი უნივერსიტეტის პრეზიდენტისგან პატივისცემა და მადლიერება გადასცა და პროგრამის პირველი ნაკადის სტუდენტების წარმატებების შესახებ ისაუბრა:

,, ძალიან მიხარია იმის დანახვა, რომ ჩვენი უნივერსიტეტი  დაინტერესებულია და ვხედავთ, თუ როგორ იზრდება დამოკიდებულება ამ პარტნიორობისადმი. მიხარია, რომ ჩვენი პროგრამა უკვე დაიწყო ბიზნეს ინფორმატიკით, აქ ახსენეს , თუ რამდენად ძლიერია კიბერ უსაფრთხოების პირველი ნაკადი და გაოცებულები ვართ.

მიხარია, რომ იწყება ჩვენი ვორქშოფები და სტუდენტებს პირისპირ შევხვდებით და ჩვენც გელოდებით ოქტომბერში. მიხარია, რომ ახალი ადამიანები ჩამოვიყვანე, მიხარია, რომ ესენიც განიცდიან იმ  ემოციებს, რაც მე განვიცადე. ” -განაცხადა კევინ კირბმა.

,,მიხარია თქვენგან ამის მოსმენა”-იყო მეუფე იაკობის პასუხი და თან დასძინა  – ,, ძალიან ძლიერები არიან ჩვენი სტუდენტები”.

მეუფე იაკობმა სტუმრებს არასამუშაო დროის  დაგეგმვაში მონაწილეობა  შესთავაზა.

ასევე აღნიშნეს, რომ  კენტუკის უნივერსიტეტში,  ხელმძღვანელთან და თარჯიმანთან ერთად,  კიბერუსაფრთხოების10 სტუდენტი გაემგზავრება.  მეუფე იაკობი კი, უნივერსიტეტის პროგრამის მონაწილეებს,  ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტის შემდეგ შეუერთდება.

გაზიარება148

დაკავშირებული -პოსტები

გია ბარამიძე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
გია ბარამიძე დააკავეს
მთავარი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე დააკავეს. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა გიორგი ბარამიძეს ხელბორკილები საკუთარ სახლში დაადეს. დაკავების ამსახველ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მეუღლე ავრცელებს. უკავშირდება თუ არა გიორგი ბარამიძის...

დაწვრილებითDetails

3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა
მთავარი

მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე, 3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა - ინფორმაციას მარნეული ნიუსი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ბავშვი კლინიკა „ავერსში“ გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა.

დაწვრილებითDetails

ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა – შიო III

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
„მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა …“ – მეუფე შიო
მთავარი

ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა, - ამის შესახებ ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, შიო მესამემ წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის...

დაწვრილებითDetails

კეთილდღეობა რაც უფრო გაიზრდება, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება – კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, ადამიანები დაკავებული არიან კარიერით და ოჯახები შვილების გაჩენისგან თავს იკავებენ – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა ასე იქნება - კეთილდღეობა რაც უფრო გაიზრდება, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “საქსტატის” მონაცემებს, რომლის თანახმად, 2026 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ...

დაწვრილებითDetails

ახალი საწყისი – როგორ იმოქმედებს 11 სექტემბრის ახალმთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებზეც 24 ივლისის ახალი მთვარე ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს
მთავარი

ასტროლოგი ნინა ხომერიკი 11 სექტემბრის ახალმთვარეობის შესახებ საუბრობს. „11 სექტემბერს ველოდებით ახალმთვარეობას ქალწულის ზოდიაქოში, რომელიც მოხდება მის 18°25′ -ზე, GMT დროით 03:27 -ზე, ხოლო საქართველოს დროით 07:27 საათზე. ასტროლოგიურად, ეს...

დაწვრილებითDetails

მოსამართლე ხუჭუამ ფეისბუკზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის მიმართ წარდგენილი საქმის წარმოება შეწყვიტა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა
მთავარი

თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო - მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ წარდგენილი...

დაწვრილებითDetails

შეიარაღებული თავდასხმა და ორმხრივი სროლა ოზურგეთში

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შეიარაღებული თავდასხმა და ორმხრივი სროლები იყო ოზურგეთში - "გურიის მოამბის" ინფორმაციით, ორი დღის წინ თავისუფლების (კვირიკეთი-ყოფილი ნესტორ კალანდარიშვილის) ქუჩაზე, დუმბაძეების საცხოვრებელ სახლზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც მოქალაქე კახა დუმბაძე მსუბუქად...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვან პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს...

დაწვრილებითDetails

სად და როგორ ცხოვრობდა იოანე ნათლისმცემლი

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას უცნობი ისტორია, რომელიც მორწმუნეებმა უნდა იცოდნენ
მთავარი

მართლმადიდებელი ეკლესია 11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს ეკლესია-მონასტრებში ღვთისმსახურება ტარდება. მორწმუნეები კი ამ დღეს მარხვას იცავენ. იოანე უდიდესი წინასწარმეტყველი გახლდათ. მან ძველი...

დაწვრილებითDetails

მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია ვრცელდება

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"