ბაღდათში ჭაბურღილების მოწყობა იგეგმება. ინიციატივა ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება კონსერვატორებს ეკუთვნის.
აღნიშნული პროექტი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის მიზნით უნდა განხორციელდეს. მისი მთავარი მიზანია ბაღდათის მუნიციპალიტეტში კენკროვანი კულტურების შექმნის მხარდაჭერა.
როგორც წინადადების ავტორმა მამუკა გორგოძემ განაცხადა ეს ინიციატივა სოფელ წითელხევსა და პირველ და მეოე ობჩას ეხება. მისივე თქმით ეს პროექტი სასარგებლო იქნება მათთვის ვისაც უწყლობა წარმოების დაწყებაში ხელს უშლის.
როგორც ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა წყლის პრობლემა დღემდე მწვავედ დგას სოფლებში, ჭაბურღილების შექმნა კი მოსახლეობას მდგომარეობას შეუმსუბუქებს. მისივე თქმით ჭაბურღილების მოწყობის პროექტი მზადაა და დაფინანსების მოლონდშია.