ექიმების თქმით, პაციენტს აღენიშნებოდა ჰემორანგიული ინსულტი, მის მკურნალობაში ჩართული იყო ნევროპათოლოგიც.
პირველ დეკემბერს, ბაღდათის სოფელ ფერსათში, გოგუცაძეების ოჯახი დააყაჩაღეს. სახლში, სადაც ხანდაზმულები ცხოვრობენ, ნიღბიანი პირები კომენდანტის საათის დროს შევიდნენ და 80 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარს ფული მოსთხოვეს.
მძარცველებმა მოხუცები სცმეს. ოჯახიდან წაღებულია მცირე რაოდენობის თანხა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.










