LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„ბაღდათის განვითარების ფონდი“ – სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და  ახალგაზრდების დასახმარებლად

„ბაღდათის განვითარების ფონდი“ – სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და ახალგაზრდების დასახმარებლად

დაპოსტა 2023/10/16-ში
A A
162
ნახვა
გაზიარება

სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, წარჩინებული სტუდენტების დაფინანსება, სტარტაპების ხელშეწყობა – უკვე წლებია, მუნიციპალიტეტის განვითარებაზე „ბაღდათის განვითარების ფონდი” ზრუნავს. ორგანიზაცია, რომელიც 2019 წლის 6 დეკემბერს დაარსდა, დღეს რეგიონში არაერთ პროექტს ახორციელებს როგორც ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით, ისე
საგანმანათლებლო და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.

კახა გონგაძე, „ბაღდათის განვითარების ფონდის“ გამგეობის წევრი:

„როგორც იცით, ფონდი ძირითადად საქველმოქმედო საქმიანობით არის დაკავებული. ამავდროულად ზრუნავს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე, ხელს უწყობს სოციალურ-კულტურულ განვითარებასა და მდგრადი ეკონომიკური თუ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. რაც შეეხება უშუალოდ საქველმოქმედო საქმიანობას, ფონდი ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ არაერთ ოჯახს ეხმარება, მათ შორის მრავალშვილიან ოჯახებს, ობოლ ბავშვებსა და შშმ პირებს. საუბარია 100-ზე მეტ ოჯახზე, რომლებსაც მათთვის საჭირო საოჯახო ტექნიკა გადავეცით და ფინანსური დახმარებაც გავუწიეთ“.

„ბაღდათის განვითარების ფონდი“ საგანმანათლებლო პროექტებსაც აქტიურად ახორციელებს. ამ შემთხვევაში მიზანი წარჩინებული და ასევე სოციალურად დაუცველი და მძიმე ფინანსური მდგომარეობის მქონე სტუდენტების დახმარებაა.

საგანმანათლებლო აქტივობების პარალელურად ფონდი ინფრასტრუქტურული პროექტებითაცაა დაკავებული. ფონდის მხარდაჭერით
სოფელ ძეგანში გარე განათების სისტემა დამონტაჟდა და საგზაო სამუშაოები შესრულდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზედაც „ბაღდათის განვითარების ფონდი“ მუშაობს, ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი
აქსელერაციის პროგრამა „სტარტაპ მეწარმეა“. მისი მიზანია, დაეხმაროს მოქალაქეებს საკუთარი იდეების ხორცშესხმაში, ან უკვე მოქმედი ბიზნესის განვითარებაში.

კახა გონგაძე, ბაღდათის განვითარების ფონდის გამგეობის წევრი:

„სტარტაპ მეწარმის“ მთავარი მიზანია, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს ხელი შეუწყოს ბიზნესიდეების რეალიზებაში. კანდიდატებს საკონკურსო განაცხადებიდან ვარჩევთ, თავდაპირველად ისინი პრეაქსელერაციის ეტაპზე გადადიან. აქ უკვე მათ საკუთარი ბიზნესიდეების პრეზენტაცია, განვითარების გეგმის ჩამოყალიბება ევალებათ. ბოლო ეტაპზე კი დაფინანსების საკითხი განიხილება“.

„ბაღდათის განვითარების ფონდის“ სამომავლო გეგმების დიდი ნაწილი დაკავშირებულია სწორედ საქველმოქმედო საქმიანობასთან. პრიორიტეტი კი ისევ წარჩინებული სტუდენტების დაფინანსება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა იქნება. უახლოეს პერიოდში ფონდი არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტის განხორციელებას გეგმავს. მათ შორის, 16 ოქტომბერს – ბაღდათობის ორგანიზატორი და სპონსორი სწორედ „ბაღდათის განვითარების ფონდი“ იყო.

„ბაღდათის განვითარების ფონდი“ ქართველმა ბიზნესმენმა, თემურ კოხოძემ, შექმნა, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბალნეოლოგიური კურორტის „საირმის“ მფლობელი და საავტომობილო სფეროში ლიდერი კომპანიის, „თეგეტა ჰოლდინგის“, დამფუძნებელია.

გაზიარება65

დაკავშირებული -პოსტები

2026 წელს პარტიებმა 6.5 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღეს – 5.5 მილიონი „ქართულ ოცნებაზე“ მოდის

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
მთავარი

2026 წელს 17 პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული 910 შემოწირულების საერთო მოცულობამ 6 565 361 ლარი შეადგინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარლამენტისთვის წარდგენილი მონაცემებით, თანხის უდიდესი ნაწილი - 5 522 000 ლარი „ქართულმა ოცნებამ“...

დაწვრილებითDetails

ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი პატიმრების საყოველთაო ამნისტიას ითხოვს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
გეგუთის დაწესებულებაში  პატიმარს, რომელსაც 7 წლის შვილი გარდაეცვალა დაკრძალვაზე არ უშვებენ
მთავარი

ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი პატიმრების საყოველთაო ამნისტიას ითხოვს - განცხადება იურისტებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს. ლაშა ტყეშელაძის თქმით, 2026 წლის ივლისის მონაცემებით, პატიმართა რაოდენობამ დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა და მათ საპატიმრო დაწესებულებში მრავალი...

დაწვრილებითDetails

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნებ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად 1 000 000 ლარი შეგროვდა
მთავარი

კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება. კალაძის მტკიცებით, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გლდანის რაიონში გამოიყოფა 1650 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის...

დაწვრილებითDetails

17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, დამამძიმებელ გარემოებებში 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.პ.-ს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა. ბრალდების მხარის აღნიშნული შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა. როგორც საქმის პროკურორი, ლევან ვეფხვაძე განმარტავს,...

დაწვრილებითDetails

მთავრობა აცხადებს, რომ ENKA-ს არბიტრაჟზე ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ ამოქმედებისთვის ახალი დეპარტამენტი იქმნება
მთავარი

საქართველოს მთავრობა ENKA-სთან საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა. ძამაშვილი ცრუ და არასწორს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ვაშინგტონის სასამართლომ...

დაწვრილებითDetails

ნალექი და ქარი – ამინდი მკვეთრად იცვლება

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

საქართველოში ამინდი  შეიცვლება. უახლოეს დღეებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოსალოდნელია როგორც ტემპერატურის ცვლილება, ისე ნალექიანი და ქარიანი ამინდი. მეტეოროლოგების პროგნოზით, ზოგიერთ რაიონში დღის განმავლობაში ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა მოგვიანებით ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი....

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, გორში, მარნეულსა და ამბროლაურში მოქალაქეები უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღებას შეძლებენ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

ოქტომბრის განმავლობაში გორში, მარნეულში, ქუთაისსა და ამბროლაურში ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღება შეეძლება. კონლუტაციების ქალაქების მიხედვით ასეა გადანაწილებული: გორი 2 ოქტომბერი მარნეული 9 ოქტომბერი ამბროლუარი 16 ოქტომბერი ქუთაისი 23...

დაწვრილებითDetails

„ნამახვანჰესის“ პროექტის შეჩერების გამო, საქართველოს თურქული კომპანია Enka-სთვის 400 მლნ დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა ვაშინგტონის ფედერალურმა სასამართლომ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციის დარბევიდან ერთი თვე გავიდა (+ფოტო/ვიდეო)
მთავარი

ვაშინგტონის ფედერალურმა მოსამართლემ, შეჩერებული „ნამახვანჰესის” კომპენსაციისთვის, საქართველო დაავალდებულა, თურქულ კომპანია Enka Renewables LLC-ს 350 მლნ დოლარი (პლუს პროცენტით) გადაუხადოს, რაც მთლიანობაში 400 მლნ დოლარზე მეტ კომპენსაციას შეადგენს. როგორც bpn.ge წერს, ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
თბილისში 18 წლის ახალგაზრდა სავარაუდოდ გაზის გაჟონვას ემსხვერპლა
მთავარი

ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა - ინფორმაციას “ქართლის ამბები“ ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ, 15 სექტემბერს მოხდა. ბავშვი ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს....

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. 'მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"