
ლა ლიგის მე-12 ტურის მატჩში „ბარსელონამ“ საკუთარ კედლებში „ალავესს“ უმასპინძლა. მატჩი „კამპ ნოუზე“ გაიმართა და ფრედ, 1:1 დასრულდა. 11 ჩატარებული მატჩის შემდეგ კატალონიელები 16 ქულით სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილს იკავებენ და ლიდერ მადრიდის „რეალს“ 8 ქულით ჩამორჩებიან, „ალავესი“ კი 10 ქულით მე-16 პოზიციაზეა.










