
“ბარსელონას” დროებითი მთავარი მწვრთნელი სერხი ბარხუანი იქნება. სერხი “ბარსას” იქამდე უხელმძღანელებს, სანამ კლუბში ხავი ერნანდესი არ დაინიშნება. კატალონიელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაუშვეს რონალდ კუმანი, რომელიც გუნდს 2020 წლის აგვისტოდან ედგა სათავეში.










