
„ბალენსიაგამ“ Lyst Index-ის პლატფორმაზე „გუჩი“ ჩაანაცვლა და წლის ყველაზე პოპულარული ბრენდის ტიტულიც მოიპოვა. ბრენდის შემოსავალი სულ უფრო და უფრო იზრდება, ის უკვე 2.3 მილიარდ დოლარს გაუტოლდა.
რამდენიმე საათის წინ, სოციალურ ქსელში „გუჩის“ კრეატიული დირექტორის, ალესანდრო მიკელეს და დემნა გვასალიას მიმოწერაც გავრცელდა, დიზაინერებმა ერთმანეთს მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.









