
“ბაიერნი” წლის ბოლომდე საშინაო მატჩებს მაყურებლის გარეშე ჩაატარებს. მიზეზი გერმანიაში გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. გუნდს 2021 წლის დასრულებამდე სამი მატჩის ჩატარება უწევდა საშინაო არენაზე – “ბარსელონასთან” (8 დეკემბერი), “მაინცსა” (11 დეკემბერი) და “ვოლფსბურგთან” (17 დეკემბერი”).










