ბათუმში დააკავეს კაცი, რომელიც ცოლის არასრულწლოვან, 15 წლის დისშვილს სექსუალურად ავიწროებდა
არსებული ინფორმაციით, დაკავებულ მამაკაცს მოზარდის გაუპატიურების მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდა. არასრულწლოვანმა ფაქტების შესახებ დეიდას უამბო, რის შემდეგაც ქალმა დისშვილზე ფიზიკურად იძალადა.
მამაკაცი დაკავებულია სსკ-ს 138-ე მუხლით, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.
შსს-ს ცნობითვე, ბრალი წარედგინა არასრულწლოვნის დეიდასაც სსკ-ს 126-ე, ოჯახში ძალადობის მუხლით.










