სოციალურ ქსელში ბავშვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.
შეთხვევა მარტვილის მუნიციპალიტეტ სოფელ მუხურჩაში მოხდა. გარდაცვლილი 9 წლის მარი ფოჩხუაა.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად, რამ გამოიწვია გოგონას გარდაცვალება, თუმცა, ახლობლები რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ.
როგორც სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი წერს, მცირეწლოვანი ექიმის დაუდევრობას ემსხვერპლა:
“რა დასანანია შენი უდროოდ წასვლა ამ ქვეყნიდან მარი. შენ ხომ მთელი ცხოვრება წინ გქონდა პატარა ანგელოზო. უპასუხისმგებლო და უყურადღებო ,,ექიმის,, გამო წახვედი ამ ქვეყნიდან..პასუხი უნდა აგოს იმ უსინდისომ.ნათელში იყოს შენი სული ფერიავ.როგორ მენანები.”- წერს ალისა ჯანჯღავა.
როგორც კომენტარებში წერენ ბავშვს კბილი ამოუღეს, რის შემდეგაც იგი მალევე
(8 დღეში) გარდაიცვალა.










