LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„ბავშვი გემიდან გადავარდნილა და ზღვას გაუტაცია…“ – სასწაულმოქმედი ხატის “მანუგეშებლის” ისტორია

„ბავშვი გემიდან გადავარდნილა და ზღვას გაუტაცია…“ – სასწაულმოქმედი ხატის “მანუგეშებლის” ისტორია

დაპოსტა 2025/02/17-ში
A A
100
ნახვა
გაზიარება

ხატი სახელწოდებით “ნუგეში” ანუ “მანუგეშებელი” ათონზეა დავანებული, კონსტანტინე დიდის მეფობის დროს აგებულ უძველეს ვატოპედის მონასტრის ხარების­ ეკლესიაში.

გადმოცემით, 395 წელს გემი, რომელიც ათონის მთისკენ მიდიოდა და მასში იმპერატორ­ თეოდოსის ვაჟი, უფლი­სწული არკადი იმყოფებოდა, ქარიშხალში მოყვა.

უფლისწული გემიდან გადავარდნილა და ზღვას გაუტაცია. გემმა­ გაჭირვებით მიაღწია ათონის მთის იმ ადგილს, სადაც მონასტერია აღმართული.­ ფიქრობდნენ, რომ უფლისწული დაიღუპა.­ ხანგრძლივი ძებნის შემდეგ სანაპიროზე ბუჩქნარს მიადგნენ, რომლის ჩრდილშიც ერთიანად სველი, მაგრამ მშვიდად მძინარე უფლისწული­ დაინახეს. გამოღვიძების შემდეგ ის თავისი სასწაულებრივი გადარჩენის ამბავს მოჰყვა. აქედანვე წარმოდგა სახელწოდება ვატოპედი – “ყმაწვილის ბუჩქი”.

იმპერატორმა თეოდოსიმ ვაჟის გადარჩენის სახსოვრად განავრცო და დაასაჩუქრა მონასტერი. მთავარი ტაძრის საკურთხეველი იმ ადგილას აშენდა, სადაც უფლისწული იპოვეს. ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი “მანუგეშებელი” მარჯვენა კლიროსთან კედლის ნიშშია, რომელიც მის სახელზეა ნაკურთხი. ღვთისმშობლის სახე გამოხატავს თანაგრძნობასა და სიყვარულს, თუმცა მისი მზერა სავსეა სიმკაცრით.

“მეცხრე საუკუნეში, დილის ლოცვის­ შემდეგ, ამ მონასტრის იღუმენს ხატთან ლოცვისას უცებ მოესმა ღვთისმშობლის­ ხმა, რომელმაც უთხრა, ნუ გააღ­ებთ ტაძ­რის კარს, ყაჩაღების თა­ვდასხმა­ გელოდებათო. იღუმენი შეკრთა და ღვთისმშობლის­ ხატს თვალები მიაპყრო. უცებ მან სასწაული­ იხილა­ – ღვთისმშობლის სახე, ისევე როგორც სახე მის მკლავებში მყოფი ყრმისა, გაცოცხლდა. ყრმამ ხელი დედის ბაგეს ააფ­არა, სახე მისკენ მიიბრუნა და უთხრა, არა, დედაო ჩემო, ნუ ეუბნები მათ ამას, დაე, დაისაჯონო. მაგრამ ღვთისმშობელმა სცადა­ თავისი ძისა და უფლის ხელი შეეჩერებინა,­ სახე მარჯვნივ შეაბრუნა, თავი აარიდა და ორგზის კვლავ წარმოთქვა:

“დღეს სავანის კარს ნუ გააღებთ, არამედ მონასტრის გალავანზე ადით და ყაჩაღები გააძევეთ”. მართლაც, ყაჩაღების ჯგუფს განზრახული ჰქონია, გათენებისთანავე, როგორც კი ვატოპედის მონასტრის კარი გაიღებოდა, შიგ შეცვენილიყვნენ, ბერები ეცემათ და მონასტრის სიმდიდრე გაეტაცათ.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა არ დაუშვა უღმერთ­ოთა ბოროტი ჩანაფიქრის აღსრულება… ამის შემდეგ ვატოპედის ღვთისმშობლის ხატს ეწოდება “ნუგეში” ანუ “მანუგეშებელი”,­ ღვთისმშობლისა და მაცხოვრის გამომეტყვე­ლება კი დარჩა იმავე მდგომარეობაში, როგორიც­ მან მიიღო სამგზის ხმის აღმოტევების შემდეგ. მანუგეშებელ ხატთან ის ადამიანები მიდიან, რომლებსაც სათხოვნელი, სავედრებელი აქვთ.”

წყარო: პრიამტაიმი

გაზიარება40

დაკავშირებული -პოსტები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

19 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +29 და ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.   ბათუმშიც მცირე ნალექია...

დაწვრილებითDetails

19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე აქტიური და ნაყოფიერი იქნება. შესაძლოა მიიღოთ საინტერესო შეთავაზება ან ახალი იდეა გაგიჩნდეთ. პირად ურთიერთობებში მეტი ყურადღება გამოიჩინეთ ახლობლების მიმართ.   კურო ფინანსური საკითხები თქვენს ყურადღებას მოითხოვს. კარგი დროა...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 19 ივნისისთვის

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6527 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6527 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6543 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
ბათუმში ზღვამ ცხედარი გამორიყა
მთავარი

ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო - ოთხივე მათგანი მაშველებმა გადაარჩინეს. როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ერთს ადგილზე უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება. დამატებითი დეტალები უცნობია.

დაწვრილებითDetails

გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
სარეაბილიტაციო სამუშაოები 10 დღე გაგრძელდება… – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს
მთავარი

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე (სოფ. მაღაროსკარი), ძლიერი წვიმის შედეგად, განვითარდა მეწყერი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო...

დაწვრილებითDetails

“სააკაშვილს სწორად არ მიაჩნია, რომ მისი ბანერი მიტინგზე მოწინავე არ არის, მიაჩნია, რომ ბოკუჩავამ ნაკლები ძალა გაიღო”- გია ვოლსკი

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
“ნაციონალები” ცუდათ დაამთავრებენ_გიორგი ვოლსკი
მთავარი

სწორად არ მიაჩნია, რომ მისი ბანერი მიტინგზე მოწინავე პოზიციაზე არ არის - მიაჩნია, რომ თინა ბოკუჩავამ ნაკლები ძალა გაიღო ამისთვის და ნანუკა ჟორჟოლიანს მეტი რესურსი აქვს - ახლა, ვინ აჯობებს ამ დესტრუქციის და...

დაწვრილებითDetails

საქართველოს სახელმწიფო ვალი 9.2 მლრდ დოლარს აჭარბებს

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.832 მლრდ დოლარს გადააჭარბა
ეკონომიკა

2026 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 9.121 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ეს კი 158.114 მლნ დოლარით მეტია (1.8%) გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს...

დაწვრილებითDetails

18 ივნისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
ამინდი

18 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +33 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ოზურგეთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ნალექია მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები შედის
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორი პირი - ვ.გ...

დაწვრილებითDetails

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით პალესტინის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა მამაკაცი სასაზღვრო გამშვებ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"