LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ბავშვის საღეჭი კბილი, რომელიც იმერეთში აღმოაჩინეს 50 000 წლით თარიღდება
ბავშვის საღეჭი კბილი, რომელიც იმერეთში აღმოაჩინეს 50 000 წლით თარიღდება
ბავშვის საღეჭი კბილი, რომელიც იმერეთში აღმოაჩინეს 50 000 წლით თარიღდება
ბავშვის საღეჭი კბილი, რომელიც იმერეთში აღმოაჩინეს 50 000 წლით თარიღდება

ბავშვის საღეჭი კბილი, რომელიც იმერეთში აღმოაჩინეს 50 000 წლით თარიღდება

დაპოსტა 2019/08/07-ში
A A
668
ნახვა
გაზიარება
ცუცხვათის მღვიმოვანში  50 000 წლის წინანდელ ნეანდერტალელთა სამოსახლო აღმოაჩინეს.

როგორ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან იუწყებიან ცუცხვათის ცამეტიარუსიანი მღვიმოვანის შესწავლა გასულ საუკუნეში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის ინიციატივით დაიწყო. მათივე ცნობით 1970-1971 და 1974-1975 წლებში საქართველოს ისტორიის სახელმწიფო მუზეუმი და პალეობიოლოგიის ინსტიტუტი აქ ერთობლივად აწარმოებდა არქეოლოგიურ გათხრებს.

“მღვიმოვანის ტერიტორიაზე მდებარე მღვიმეებში მიკვლეულ იქნა შუა პალეოლითის (ძველი ქვის ხანის შუა პერიოდი, დაახლ. 400 – 40 ათასი წლის წინ) ქვის იარაღები, ასევე, განამარხებული ცხოველების ძვლები. განსაკუთრებით აღსანიშნავია, მღვიმოვანის ტერიტორიაზე არსებულ ე.წ. „ბრინჯაოს მღვიმეში” მოპოვებული ნეანდერტალელი ბავშვის საღეჭი კბილი, რომელიც ახალი კვლევების თანახმად დაახლ. 50 000 წლით თარიღდება

ხანმოკლე ხასიათის საველე სამუშაოები ჩატარდა 1998-1999 და 2003-2004 წლებშიც, თუმცა, ფართომასშტაბიანი სამუშაოების მიუხედავად, მღვიმოვანის უდიდესი ნაწილი 2016 წლამდე შეუსწავლელი იყო.

2017 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის ცუცხვათის მღვიმოვანის შემსწავლელი საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „ნეანდერტალელები სამხრეთ კავკასიაში” ფარგლებში, აგრძელებს მულტიდისციპლინურ კვლევას. ფართომასშტაბიან სამუშაოებში მონაწილეობენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის პალეოანთროპოლოგები, პალეონტოლოგები, პალინოლოგები, ქვის ხანის არქეოლოგები და გეოლოგები. ქართველ მკვლევრებთნ ერთად, ჩართულები არიან ფრანგი და ამერიკელი მეცნიერები და 50-მდე ქართველი სტუდენტი.

ცუცხვათის მღვიმოვანის ხასიათი, თანამედროვე მეთოდების პროგრესი, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული მასალა და ამ ძეგლებზე არსებული ხელუხლებელი კულტურული ფენები უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა დეტალურად გამოვიკვლიოთ ნეანდერტალელები, მათი ქცევა და თანამედროვე ადამიანთან ურთიერთობა თუ ურთიერთკავშირის შესაძლებლობა. ასევე, ვეცდებით გავცეთ პასუხები ნეანდერტალელთა გადაშენების მიზეზებს.

ექსპედიციის სამეცნიერო ხელმძღვანელია საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნიკოლოზ წიქარიძე.

ცუცხვათის მღვიმე წარმოადგენს დაცულ ტერიტორიას და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მმართველობაშია.” – ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სოფ. ცუცხვათი – ცუცხვათის მღვიმოვანი  ქუთაისიდან 25 კმ-ში მდებარეობს.

თეგები: არქეოლოგიაბავშვის კბილიეროვნული მუზეუმიიმერეთიპირველყოფილი ადამიანიქუთაისიცუცხვათი
გაზიარება413

დაკავშირებული -პოსტები

ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ,,ინფო მარტვილის“ ინფორმაციით, ცხედარი მდინარე ცხენისწყლის ნაპირზე ნახეს. გარდაცვლილი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ,,მეგა ტვ"-ის ინფორმაციით, მამაკაცი ხონის სოფელ გორდის მკვიდრია.

დაწვრილებითDetails

გიორგი ჩიკვაიძის საქმეში მოპოვებულია ახალი მტკიცებულება – ადვოკატი

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
გიორგი ჩიკვაიძის საქმეში მოპოვებულია ახალი მტკიცებულება – ადვოკატი
მთავარი

ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე მსჯავრდებული გიორგი ჩიკვაიძის საქმეში მოპოვებულ ახალ მტკიცებულებაზე საუბრობს. როგორც ადვოკატი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში...

დაწვრილებითDetails

“ჩვენ თვალს ვადევნებთ ქვეყანაში ტოტალური შიშის დათესვის პროცესს” – ირმა ინაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
„სერვისის გაუმჯობესების მიზნით, თქვენი აღსარება იწერებაო“- ირმა ინაშვილი “ქართულ ოცნება”-ს პოსტს უძღვნის
მთავარი

ეს ხომ თავიდან ბოლომდე შეკერილი თემა იყო, რაც დიტო ჩუბინიძესთან მიმართებაში ვიხილეთ, მას აბსოლუტურად აბსურდული ბრალი წაუყენეს, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა....

დაწვრილებითDetails

დედამიწა სულ უფრო სფეროსებრი ხდება და ნელა ბრუნავს – მეცნიერები გლობალური დათბობის ახალ შედეგებზე

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
29 სექტემბრიდან სამყარო უნიკალური ციური მოვლენის მომსწრე გახდება
მთავარი

დედამიწა სულ უფრო სფეროსებრი ხდება და ნელა ბრუნავს. ამის შესახებ თესალონიკის (სალონიკის) არისტოტელეს უნივერსიტეტისა და ვენის უნივეტრსიტეტის მეცნიერების დასკვნაში წერია, რასაც “ევროპულსი” ავრცელებს. კერძოდ, თითქმის, ორი ათწლეულის განმავლობაში მიღებულ თანამგზავრულ...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
შავი ზღვა მკვდარია, ის ადამიანისთვის საშიშ ბაქტერიას შეიცავს – BBC
მთავარი

შავი ზღვის წლის ხარისხის მონიტორინგი ყოველთვიურად 14 წერტილში ხორციელდება - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ვგებულობთ. სააგენტოს ცნობით, ისინი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს....

დაწვრილებითDetails

„გეოგრაფიული გამოწვევის წინაშე ვდგავართ…ქუთაისთან სიახლოვე შეიძლება გარკვეულწილად, შემაფერხებელიც იყოს წყალტუბოსთვის“

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
ვინ შეიძინა წყალტუბოს სანატორიუმები
მთავარი

ქუთაისთან სიახლოვე შეიძლება, დადებით ფაქტორად ჩაითვალოს, თუმცა, გარკვეულწილად, შემაფერხებელიც იყოს“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას წყალტუბოს განვითარების ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, თეონა ქობულაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მოსახლეობა ყოველდღიური საჭიროებებისა თუ პროდუქციის...

დაწვრილებითDetails

საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა შესაძლოა სავალდებულო გახდეს
მთავარი

საქართველოს ავტოპარკი ისევ იზრდება - მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, ქვეყანაში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების ჯამურმა რიცხვმა 2 010 195 ერთეული შეადგინა. აღნიშნულ მაჩვენებლებს ეროვნული სტატისტიკის სამსახური („საქსტატი“) აქვეყნებს. მონაცემების თანახმად,...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც ნოემბერში ფინანსური წარმატება და ახალი შესაძლებლობები ელოდება

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
რომელია თქვენი ბედნიერების ფერი? – გაიგეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მთავარი

ასტროლოგიური პროგნოზის თანახმად, 2026 წლის ნოემბერი ზოდიაქოს სამი ნიშნისთვის ახალი ფინანსური შესაძლებლობებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების პერიოდად შეიძლება, გადაიქცეს. მოულოდნელი ბონუსი, დაბრუნებული ვალი თუ დამატებითი შემოსავლის წყარო - თითოეულ მათგანს...

დაწვრილებითDetails

ცვლილება, რომელიც 2 ნოემბრიდან ამოქმედდება – ნახეთ, ვის შეეხება

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
კარგი სიახლე იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის
მთავარი

მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის 2 ნოემბრიდან ქალაქ გორში B და BE კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ორი საგამოცდო მარშრუტი შეიცვლება. უწყების განმარტებით, ცვლილების მიზანი საგამოცდო პროცესის...

დაწვრილებითDetails

“ძალიან გვატკინე გული” – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
“ძალიან გვატკინე გული” – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
მთავარი

ახალგაზრდა მამაკაცი, ბაჩო ტეფნაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. "ძალიან გვატკინე გული. ნათელი გზა გქონდეს, ჩვენო ძმაო,"- წერს სურამის რაგბის გუნდი "მგლები."

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"